uefa.com: გიორგი ჩაკვეტაძე - "ქართველი კაკა"

AutoSharing Option
უეფას ოფიციალურმა საიტმა ევროპის ყველაზე იმედისმომცემ ფეხბურთელებს შორის, რომელთაც შეუძლიათ წელს თავი წარმოაჩინონ და ვარსკვლავის სტატუსი მოიხვეჭონ, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე დასახელა და მოკლედ ასე დაახასიათა.

"გენტის 19 წლის შემტევი ნახევარმცველი სწრაფი და ტექნიკურია, ზოგიერთ საფეხბურთო წრეებში მას უკვე "ქართველ კაკად" მოიხსენიებენ".

გიორგი 2018 წელს საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, ხოლო გერმანულმა სააგენტომ Transfermarkt.de-მ 2018 წლის ბოლოს TOP 15 ლიგის 20 წლამდე საუკეთესო მოთამაშეთა შორის დასახელა.

მან გასულ წელს ეროვნულ გუნდში 7 მატჩში 5 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
გთხოვთ გამოაქვეყნეთ.. უმშვენიერესი ანდაზა გვაქვს ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახეო.. გულის ფანცქალით ველოდებით გიოს წინსვლას და აღზევებას.. აი თქვენი ასეთი აჟიოტაჟი და ჭურნალისტობა კი გვახსოვს ბევრჯერ : ასათიანი-რომა,თარგამაძე-პორტუ,ლორიაზე გლეჯვა და წეწვა იყო ჩელსი/რეალი/ბარსელონა,კაშია ჩელსის უნდოდა ამასაც თქვენ იძახდით და მერე უყიდია თურმე კეჰილი.. ან ითარსებით ან ჭორაობთ და შეეშვით ძმაო რა...
რიგითი ქართველი
19:16 01-01-2019
6

მიდი გიო შენ იმედზეა მთელინსაქართველო
Buxrika
18:25 01-01-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული