ერთობ გაურკვეველ სიტუაციაშია ქართველი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე და არავინ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები.
ანანიძეს "სპარტაკთან" კონტრაქტი 1.5 წლის შემდეგ უმთავრდება, მაგრამ გუნდს მისი დატოვება არ უნდა. არ უნდა - ერთია, მეორე კი ისაა, რომ ხელშეკრულების ცალმხრივად გაწყვეტის შემთხვევაში, კომპენსაციის გადახდა მოუწევს.
ეს კომპენსაცია კი, ფეხბურთელის სეზონური 2-მილიონევროიანი ხელფასის გათვალისწინებით, თავადაც ხვდებით, გვარიანი იქნება.
ჯანოს სამსახურით დაინტერესება "კრილია სოვეტოვმა" გამოთქვა, მაგრამ მან სამარაში გადაბარგება არ ისურვა.
"ამბობენ, ჯანოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი "სპარტაკში" დარჩენა და უარს ეუბნება "კრილიას". ისე, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი
ფეხბურთელზე არაა დამოკიდებული", - დაწერა თავის ტელეგრამ-არხზე ჟურნალისტმა მაკსიმ ალანაზაროვმა და ეს ამბავი დღეს bombardir.ru-მ გვაუწყა.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "სპარტაკი" ანანიძეს შეკრებაზე არ წაიყვანს.
მოკლედ, ვითარება ჩიხში შევიდა - "სპარტაკს" მისი დატოვება არ უნდა, ხოლო მას - გუნდიდან წასვლა...