არც მიწისაა, არც ცისა - ანანიძეს "სპარტაკი" არ იტოვებს, "კრილიაში" გადასვლა კი არ ინება

AutoSharing Option
ერთობ გაურკვეველ სიტუაციაშია ქართველი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე და არავინ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები.

ანანიძეს "სპარტაკთან" კონტრაქტი 1.5 წლის შემდეგ უმთავრდება, მაგრამ გუნდს მისი დატოვება არ უნდა. არ უნდა - ერთია, მეორე კი ისაა, რომ ხელშეკრულების ცალმხრივად გაწყვეტის შემთხვევაში, კომპენსაციის გადახდა მოუწევს.

ეს კომპენსაცია კი, ფეხბურთელის სეზონური 2-მილიონევროიანი ხელფასის გათვალისწინებით, თავადაც ხვდებით, გვარიანი იქნება.

ჯანოს სამსახურით დაინტერესება "კრილია სოვეტოვმა" გამოთქვა, მაგრამ მან სამარაში გადაბარგება არ ისურვა.

"ამბობენ, ჯანოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი "სპარტაკში" დარჩენა და უარს ეუბნება "კრილიას". ისე, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი
ფეხბურთელზე არაა დამოკიდებული", - დაწერა თავის ტელეგრამ-არხზე ჟურნალისტმა მაკსიმ ალანაზაროვმა და ეს ამბავი დღეს bombardir.ru-მ გვაუწყა.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "სპარტაკი" ანანიძეს შეკრებაზე არ წაიყვანს.

მოკლედ, ვითარება ჩიხში შევიდა - "სპარტაკს" მისი დატოვება არ უნდა, ხოლო მას - გუნდიდან წასვლა...

მკითხველის კომენტარები / 13 /
ამ გაზეთმა ერთხელ უკვე დამბლოკა, როცა ვთქვი, რომ დარწმუნებული ვარ იმ 2 მილიონიდან რაც ჯანოს ხელფასია 70% (თუ მეტი არა) სხვების ჯიბეში მიდის. ეხლა ამ გაზეთს თუ რუსეთში მაფიოზური კლანების არსებობა ან უკვირს ან არ ჯერა, მაშინ რაღაც სხვა დაავადებასთან გვქონია საქმე.
აგე, რუსი წერს რომ ჯანოზე არ არის დამოკიდებული კრილიაში წავა თუ სპარტაკში დარჩებაო. თქვენ რა დაგემართათ? მისი ბედი, ხელფასი, სად ითამაშებს დამოკიდებულია სხვა ხალხზე, ჰოდა გადაწყვეტილებას ისინი იღებენ და არა ჯანო ან თქვენ.
ჰაჰა
14:04 03-01-2019
1
რაში გამოიხატება ამათი სამშობლოს სიყვარული , კი ბატონო საუკეთესო წლები გაატარე განვითარდი უცხოეთში , ითამაშე შეიგრძენი , მარა დაბრუნდი საქართველოში განავითარე შენი ქვეყანაც , რამდენი უნდა იშოვო ფული ამ ცხოვრებაში არა? ხალხი რა თანხებით ცხოვრობს მარა არსად მიდიან და არავინ თქვას რო ვერ მიდიანო , არ მიდიან და თქვენ რა გჭირთ ბიჭო ადექით და ჩამოდი ხალხი მოვა გიყურებთ და შეგიყვარებთ. ფულის დედავატირე როდის უნდა მიხვდეთ რამეს ფედერაცია თქვენ მაინც მიეცით რამე სტიმული ან ბიძგი , თავისით უჭირთ ეტყობა გაანალიზონ სად იყვნენ და სად არა.
ვინმე
10:49 03-01-2019
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული