gelderlander.nl: ანანიძის "ვიტესში" გადაყვანა სლუცკის უნდა და ამ საკითხს დირექტორს შეუთანხმებს

AutoSharing Option
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, მოსკოვის "სპარტაკმა" ქართველი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე "ვიტესში" გაანათხოვროს და ეს ამბავი ნიდერლანდურმა gelderlander-მა დაადასტურა.

გამოცემის მტკიცებით, ანანიძის ტრანსფერით პირადადაა დაინტერესებული "ვიტესის" რუსი მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი.

სლუცკი ანანიძის ზაფხულამდე იჯარით აყვანის საკითხს ამ კვირაში შეუთანხმებს კლუბის ტექნიკურ დირექტორს მარკ ვან ჰინტუმს.

არნემულ გუნდში წარმატებით ასპარეზობდნენ ქართველი ლეგიონერები გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი და მათი კარგი რეპუტაცია იმედია, ანანიძეს გუნდში აყვანაში დაეხმარება.

სლუცკის თანაშემწეებად მისი ყოფილი ფეხბურთელები ძმები ვასილი და ალეკსეი ბერეზუცკები დაინიშნენ და გუნდს პორტუგალიურ შეკრებაზე წაიყვანენ.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ამ სიტუაციაში ვიტესი კარგი ვარიანტია მისთვის ძირითადში ადგილის დამკვირდება არ გაუჭირდება თან ჰოლანდის ჩემპიონატი სადაც თითქმის სულ ახალგაზრდები თამაშობენ და ბევრი გოლები გადის ლაღი მხიარული ჩემპიონატი მისთვის მშვენიერი იქნება მთავარია თვითონ თუ მოინდომებს.
რათქმაუნდა იმეხალა ხელფასი არ ექნება რამხელაც სპარტაკში მაგრამი იქ ფეხბურთს ითამაშებს.
გიორგი
18:59 03-01-2019
0
ჯანო ოღონდ შენ მანდ გადადი და ხელფასის სხვაობას მე დავფარავ :))
grego
19:26 03-01-2019
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული