დღეს გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, რომ ქართველი ნახევარმცველის ჯანო ანანიძის სამსახურით "ვიტესია" დაინტერესებული და მან "კრილია სოვეტოვს" უარი უთხრა, სამარული კლუბი დანებებას მაინც არ აპირებს.
"კრილია სოვეტოვის" ფეხბურთელები 8 იანვარს მოსკოვში გაივლიან სამედიცინო შემოწმებას და მაშინ აპირებდნენ ანანიძის საკითხზე ჩამოყალიბებას, თუმცა "ვიტესის" ვარიანტის გამოჩენამ მოვლენების განვითარება დააჩქარა.
"სპორტ-ექსპრესთან" კომენტარი კლუბის განვითარების დირექტორმა ალეკსანდრ შიკუნოვმა გააკეთა.
"ვიცი, ჯანოთი "ვიტესია" დაინტერესებული, მაგრამ ეს ჩვენი საქმე არაა, "სპარტაკისა" და თავად ფეხბურთელისგან პასუხს ველით".
"კრილიამ" უკვე გადაიყვანა იჯარით "სპარტაკიდან" ნახევარმცველი არტიომ ტიმოფეევი.