Gazeta.ru: გიორგი წიტაიშვილს შეუძლია კიევის "დინამოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშოს

AutoSharing Option
Gazeta.ru კიევის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდის იმ ფეხბურთელების შესახებ წერს, რომლებსაც ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა შეუძლიათ და მათზე ყურადღება აუცილებლად მისაქცევია.

გამოცემა რამდენიმე მოთამაშეს შორის 18 წლის ქართველ შემტევ გიორგი წიტაიშვილსაც ასახელებს და ამბობს, რომ მას ვიქტორ ციგანკოვის შეცვლა შეუძლია.

"18 წლის გიორგი წიტაიშვილმა კლუბთან ახალი, ხუთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. სეზონის პირველი ნახევრის ბოლო მატჩში "იაბლონეცის" წინააღმდეგ მან აჩვენა, რომ გუნდისთვის სარგებლობის მოტანა შეუძლია. ის შეტევის ფლანგზე თამაშობს. გარკვეული დროის შემდეგ გიორგის შეუძლია ვიქტორ ციგანკოვის შემცვლელი გახდეს და ძირითად შემადგენლობაში ითამაშოს." - წერს
გამოცემა.

18 წლის გიორგი წიტაიშვილი კიევის "დინამოს" აღზრდილია და ძირითად გუნდში დებიუტიც ჰქონდა. მან რამდენიმე კვირის წინ ევროპა ლიგაზეც ითამაშა.

ახალგაზრდა ფეხბურთელი უკრაინის 19-წლამდელთა ნაკრების წევრიცაა.

altგიორგი წიტაიშვილი საქართველოს ნაკრებზე: როცა კონკრეტულად იქნება საუბარი...

altSportall.ge-სთვის მიცემულმა წიტაიშვილის ინტერვიუმ უკრაინელები გააღიზიანა - მათ მისი დაკარგვა არ აწყობთ!

მკითხველის კომენტარები / 4 /
რომან ჭატურიასი რა ისმის,სად არის,რას მოღვაწეობს?ერთ დროს მისი იმედი მქონდა...
ბაჩო
21:50 04-01-2019
0
გინახავტ ამის ტამასები..ცალიან სუსტია საქარტველოს ნაკრებისტვის,,რამოდენიმეჯერ ნახეს და ცალიან სუსტია ნაკრებისტვის
kako
19:55 04-01-2019
0

სიახლეები პოპულარული