გამოცემა რამდენიმე მოთამაშეს შორის 18 წლის ქართველ შემტევ გიორგი წიტაიშვილსაც ასახელებს და ამბობს, რომ მას ვიქტორ ციგანკოვის შეცვლა შეუძლია.
"18 წლის გიორგი წიტაიშვილმა კლუბთან ახალი, ხუთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. სეზონის პირველი ნახევრის ბოლო მატჩში "იაბლონეცის" წინააღმდეგ მან აჩვენა, რომ გუნდისთვის სარგებლობის მოტანა შეუძლია. ის შეტევის ფლანგზე თამაშობს. გარკვეული დროის შემდეგ გიორგის შეუძლია ვიქტორ ციგანკოვის შემცვლელი გახდეს და ძირითად შემადგენლობაში ითამაშოს." - წერს
18 წლის გიორგი წიტაიშვილი კიევის "დინამოს" აღზრდილია და ძირითად გუნდში დებიუტიც ჰქონდა. მან რამდენიმე კვირის წინ ევროპა ლიგაზეც ითამაშა.
ახალგაზრდა ფეხბურთელი უკრაინის 19-წლამდელთა ნაკრების წევრიცაა.
გიორგი წიტაიშვილი საქართველოს ნაკრებზე: როცა კონკრეტულად იქნება საუბარი...