ჰოლანდიური კლუბის სპორტული დირექტორის, მარკ ვან ჰინტუმის თქმით, ლეონიდ სლუცკის ქართველი ფეხბურთელის "ვიტესში" მიყვანა სურს.
"პროცესი იმაზე მეტხანს გაიწელა, ვიდრე ველოდით. მცირე პრობლემების მოგვარება გვჭირდება, რომელიც კლუბში არაევროკავშირელი ფეხბურთელის მოყვანას ეხება. ლეონიდ სლუცკი ჯანო ანანიძეს კარგად იცნობს და არნემში მისი მოყვანა სურს" - განაცხადა მარკ ვან ჰინტუმმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ჯანო ანანიძე "ვიტესს" სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდება.
ჯანო ანანიძის აგენტი: მოდით, ამ ინფორმაციაზე კომენტარს არ გავაკეთებ
Sport.ru: ჯანოსთვის ევროპაში თამაშის უკანასკნელი შანსის გამოყენებაზე მნიშვნელოვანი ესაა...
მომზადებულია omroepgelderland.nl-ის მიხედვით