"ვიტესის" სპორტული დირექტორი ჯანო ანანიძის შესახებ: მცირე პრობლემები გვაქვს

AutoSharing Option
ჯანო ანანიძის არნემის "ვიტესში" შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით მითქმა-მოთქმა არ წყდება.

ჰოლანდიური კლუბის სპორტული დირექტორის, მარკ ვან ჰინტუმის თქმით, ლეონიდ სლუცკის ქართველი ფეხბურთელის "ვიტესში" მიყვანა სურს.

"პროცესი იმაზე მეტხანს გაიწელა, ვიდრე ველოდით. მცირე პრობლემების მოგვარება გვჭირდება, რომელიც კლუბში არაევროკავშირელი ფეხბურთელის მოყვანას ეხება. ლეონიდ სლუცკი ჯანო ანანიძეს კარგად იცნობს და არნემში მისი მოყვანა სურს" - განაცხადა მარკ ვან ჰინტუმმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ჯანო ანანიძე "ვიტესს" სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდება.

altჯანო ანანიძის აგენტი: მოდით, ამ ინფორმაციაზე კომენტარს არ გავაკეთებ

altSport.ru: ჯანოსთვის ევროპაში თამაშის უკანასკნელი

შანსის გამოყენებაზე მნიშვნელოვანი ესაა...

მომზადებულია omroepgelderland.nl-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
ფაქტიურად 3 თვით მიყავთ არენდით და თუ ჯანო ტრამვირებილია და ფორმაში არაა, მაშინ რა გამოდის, სამკურნალოდ მიჰყავთ? აბა უთამაშებელმა ტრავმა მოუშუშებელმა ჯანომ გუნდს მესამე ადგილის დაკავებაში როგორ უნდა დაეხმაროს არ მესმის. და საერთოდ როცა გადავა მერე ატეხეთ რა ალიაქოთი. ასეა, ისეა და მერე აღარ გამოდის ან მიდიან განვითარებულ კაზახეთში.
ვასო
19:08 07-01-2019
9
აუ ეგეგ გამოვიდოდეს და ჯანოსთვის საუკეთესო ვარიანტია!
ბათუმი
19:02 07-01-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული