sport24: ჩაკვეტაძემ გასაბრწყინებლად კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა გადადგას - მთავარია, ანანიძის ბედი არ გაიზიაროს

AutoSharing Option
რუსულმა sport24-მა წერილი გამოაქვეყნა იმ 10 პერსპექტიულ ფეხბურთელზე, რომლებმაც შეიძლება წელს თავი წარმოაჩინონ.

"მათ 2019 წელს გაიცნობთ. ამ ფეხბურთელებს შეუძლიათ მოედანზე ცეცხლი დაანთონ. საჭიროა კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა. დაიმახსოვრეთ ეს გვარები", - აღნიშნულია წერილის ანოტაციაში და იმედისმომცემ მოთამაშეთა შორის მოხსენიებული "გენტის" ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ასეა დახასიათებული.

"ქართველი ტალანტით "ბარსელონაა" დაინტერესებული. ძალიან ნიჭიერი და მრავალმხრივი ფეხბურთელია. შეუძლია ითამაშოს როგორც ფლანგზე, ასევე უკანდახეულ თავდამსხმელად. ფინტების უზარმაზარი არსენალი დაეხმარა მსრაფლ დამკვიდრებულიყო ბელგიის ჩემპიონატში ერთ-ერთ მთავარ ვარსკვლავად. მთავარია, "სპარტაკის" უსაზღვროდ ნიჭიერი ქართველის ბედი არ
გაიზიაროს".

საუკეთესო ათეულში აგრეთვე დასახელებულნი არიან:
უსემ აუარი (ლიონი)
ტანგუი ნ'დომბელე (ლიონი)
ნიკოლო ბარელა (კალიარი)
კალუმ ჰადსონ-ოდოი (ჩელსი)
ალფონსო დევისი (ბაიერნი)
ისმაილა სარი (რენი)
რუბენ დიაში (ბენფიკა)
სანდერ ბერგე (გენკი)
ფერან ტორესი (ვალენსია)

მკითხველის კომენტარები / 11 /
მაინც ეს ტრაბახი ერთ ნორმალურ გუნდში არ გვყავს ფეხბურთელი ეს ერთი მერე ობიექტურათ მითხარით ბრაზილიაზე მეტი ტალანტი გვყავს ჩვენ ? ასე თუ გაგრძელდა არავინ აღარ იყიდის ქართველ ფეხბურთელს ყაზახეთის და აზეიბაიჯანის გარდა მთლათ მოსპეს ქართული ფეხბურთის ავტორიტეტი
ვახო
08 იანვარი 2019 06:11
2
არავინ მინდა ვაწყენინო ან შეურაცმყოფა მივაყენო ეს არც მიცდია უბრალოთ არ შეიძლება თქვენ წერით ის რასაც სხვა საიტები წერენ დაითვალეთ რამდენი სტატია გამოაქვეყნეთ ჯანოზე და არცერთი რეალობასთან ახლოს არ არის
ვახო
08 იანვარი 2019 05:42
0
რომ არ დაფრინავს ვინისიუს ჯუნიორი და საქართველოს ნაკრებზე რო ძვირი ღირს ტრაგედიაც ამაშია ისე რეალში მოხვდეს ვინმე ქართველი და თუნდაც ერთი თამაში ითამაშოს
ვახო
08 იანვარი 2019 05:37
0
ტალანტები რომ არ გვაკლია და ამ დღეში რო ვართ იმიტომ გვტკივა გული თორემ ჰოკეი არამც განვითარებულა
ვახო
08 იანვარი 2019 05:34
1
შრომა,შრომა და შრომა.მიაღწევს ეს ყმაწვილი იმას,რასაც ყველა ველით უკვე დიდი ხანია და სხვებიც მიბაძავენ,ტალანტები არ გვაკლია საბედნიეროდ.
ზას.
07 იანვარი 2019 23:51
0
ჯანო, არ შრომობს?
Din.
08 იანვარი 2019 05:08
3
რა დღეში ვართ ხალხო 18 წლის ვინისიუს ჯუნიორში მეტი გადაიხადა რეალმა ვიდრე ერთად აღებული საქართველოს ნაკრები ღირს აი სამწუხარო რეალობა
ვახო
07 იანვარი 2019 21:36
26
იმიტომ "დაფრინავს" ვინისიუს ჯუნიორი ხო იცი
მამუკა
08 იანვარი 2019 02:16
2
უდიდესი ტალანტი კარგი პიროვნება მაგრამ თქვენ როგორც ტრაბახობთ როგორც აბუქებთ ასე არ არის ასეთი ტალანტებით სავსეა მსოფლიო ტალანტია მესი რონალდო ქინქლაძე ხოლო გიო თუ იმუშავებს თანაც ბევრს მისგან კარგი ფეხბურთელი დადგება დაანებეთ მის დათარსვას თავი წარმატებები გიო გაგვახარე
ვახო
07 იანვარი 2019 21:12
4
ტალანტებით სავსეა მსოფლიო... მაგრამ საქართველოს ხელა მოსახლეობის რაოდენობაში არსად არ არის ამდენი და ასეთი ტალანტი. ეთნიკური ქართველი თან, მულტიკულტურალიზმის და ნატურალიზების გარეშე.
თურმე.
08 იანვარი 2019 05:13
0
ვახო, ეს სტატია დაწერეს რუსებმა - sport24-მა, ჩვენ როგორ დავთარსავთ! პირიქით ამბიციები გაეზრდება და ისეთი პიროვნებაა კიდევ უფრო მოუმატებს!
aburjga
07 იანვარი 2019 21:50
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული