"კრასნოდარის" მწვრთნელი განმარტავს, თუ რატომ წავიდა გუნდიდან ოქრიაშვილი

AutoSharing Option
"სპორტ-ექსპრესისთვის" მიცემულ ვრცელ ინტერვიუში "კრასნოდარის" მწვრთნელმა მურად მუსაევმა გუნდიდან წასულ ნახევარმცველ თორნიკე ოქრიაშვილზეც ისაუბრა.

- რატომ დაემშვიდობეთ ოქრიაშვილს?
- ხანდახან ფეხბურთელს ახალი გამოწვევა სჭირდება. ამის ნათელი მაგალითი ჟოაზინიოა. "კრასნოდარში" მრავალი წელი ითამაშა, მაგრამ უკანასკნელ ხანს ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებოდა. გადავიდა "დინამოში" და გაიბრწყინა. ახლა იქ ერთ-ერთი ლიდერია, გოლებიც გააქვს და საგოლე გადაცემებსაც აკეთებს. ჩვენ ყველას გვიხარია მისი წარმატება. ვიმედოვნებთ, რომ ოქრიაშვილისთვის სხვა გუნდში გადასვლა კარიერული წინსვლისთვის სტიმული იქნება.

- რაშია საქმე? გადასარევი გოლები გაჰქონდა.
- სამწუხაროდ, ტრავმებმა გატანჯა. ხან ერთმა, ხან მეორემ...
მწყობრში ჩადგა და ისევ ტრავმა მიიღო. ფსიქოლოგიურად ეს ძალზედ ძნელია.

მკითხველის კომენტარები / 2 /
გეთანხმები, ოქრიაშვილი ყველაზე ტექნიკური მოთამაშეა ნაკრებში და ვერ შეედრება ვერც ჯანო ვერც ჩანკვეტაძე უბრალოდ მისი კარიერის საწყს ეტაპზე სხვაგვარად რომ მიდგომოდა ფეხბურთს დარწმუნებული ვარ ესეთ დღეში არ იქნებოდა და მეორე პრობლემა ტრამვიანობა-სავალდებულოა ფედერაციამ შეიმუშაოს სტანდარტი ბავშვთა აღზრდაზე რადგან ვინც საქართველოდან გავიდა ყველა პერსპექტიული ბიჭი ტრამვებმა ძალიან ნეგატიური როლი ითამაშეს მათ კარიერაში და იგივე გრძელდება ეხლაც, ნიჭიერი თაობა ფიზიკურად მოუმზადებელი ხვდება ამის მაგალითია თავად ოქრიაშვილი, მჭედლიძე, ანანიძე, ჩაკვეტაძე, ქვილითაია, პაპუნაშვილი, არაბიძე. ესე თუ გაგრძელდა რა მნიშვნელობა აქვს რაც არ უნდა ნიჭიერი ფეხბურთელები გვყავდეს თუ ფიზიკაში ჩავარდნენ კაპიკია მერე ფასი ყველაფრის. ესაა შედეგი ჩვენი საფეხბურთო სკოლების და ფედერაციის პოლიტიკის.
1
იწერება კომენტარები რო ჯანო ოქრიაშვილს ჯობია კლასით რა შეატყვეთ ???? ჩემი აზრით ოქრიაშვილი ყველაზე ტექნიკურია და არც ინტელექტი არ აკლია ყოველ შემთხვევაში ასე გამოკვეთილათ არ მგონია ჩანდეს განსხვავება
ვახო
06:02 08-01-2019
3

სიახლეები პოპულარული