გადაწყდა - სამწუხაროდ ჯანო ანანიძე კარიერას "ვიტესში" კი არა "კრილია სოვეტოვში" გააგრძელებს

AutoSharing Option
ქართველ ნახევარმცველს ჯანო ანანიძეს სამწუხაროდ "ვიტესში" თითქმის გაჩარხული ტრანსფერი ჩაეშალა და "კრილია სოვეტოვში" გააგრძელებს კარიერას.

"კრილიას" განვითარების დირექტორმა ალეკსანდრ შიკუნოვმა დაადასტურა, რომ ანანიძეს სეზონის ბოლომდე იჯარით აიყვანენ.

"პრინციპული შეთანხმება "სპარტაკთან" უკვე მიღწეულია, თუმცა ჯერ კონტრაქტი არ გაგვიფორმებია. ჯანო მედშემოწმებას 13 იანვარს გაივლის. იჯარა სეზონის ბოლომდე გაფორმდება. მერე ვნახოთ.

ჰოლანდიაში რაღაც არ გამოუვიდა. დამირეკა და მითხრა, რომ მზადაა ისევ იმუშაოს ჩემთან, როგორც ეს "როსტოვში" იყო. იქაც მწვრთნელი ბოჟოვიჩი იყო. მითუმეტეს ჩვენთან მისი უახლოესი მეგობარი სამედოვი გადმოვიდა. ", - განაცხადა შიკუნოვმა.

იჯარა
"კრილიასთვის" უფასო იქნება, ხელფასის ნაწილს ფეხბურთელს "სპარტაკი" გადაუხდის.

როგორც იუწყებიან, ჰოლანდიის საგადასახადო კანონმდებლობის გამო ანანიძის "ვიტესში" გადასვლა "სპარტაკისთვის" ფინანსურად ხელსაყრელი არ იყო.

ანანიძე სამარულ გუნდში ალეკსანდრ სამედოვთან ითამაშებს, რომელთან ერთადაც "სპარტაკში" ასპარეზობდა.

"კრილია სოვეტოვი" 17 ტურის შემდეგ 17 ქულით სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზეა (1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული). რუსეთის პრემიერლიგა 3 მარტს განახლდება და "კრილია" მოსკოვში "ლოკომოტივს" შეხვდება.

alt"სპარტაკის" მწვრთნელი: ანანიძეს ყურადღებით და იმედით დავაკვირდებით

altრომანცევი: იღბლის თვალსაზრისით "სპარტაკი" ანანიძის გუნდი არ იყო

მკითხველის კომენტარები / 51 /
ყველაზე ცუდი ვარიანტი ჯანოსთვის!
ერთადერთი დადებითი ისარი რომ მეორე წრის მოსამზადებელ პერიოდს ახალ გუნდთან ერთად გაივლის და ძირითადში უფრო თამამად და დამსახურებულად ჩაჯდება. ტრავმებმა თუ არშეუშალა ხელი თავის თამაშს ითამაშებს და ალბათ საბოლოოდ იმასაც მიხვდება რომ ნებისმიერ გუნდში კონკურენციის გარეშე ვერ ითამაშებს და კონკურენციას კი ვარჯიში და თავდაუზოგავი შრომა სჭირდება!
წარმატებები ჯანოს და ყველა ქართველ სპორტსმენს!
ბათუმი
08 იანვარი 2019 19:09
1
ეხლა მთავარია ზაფხულის ტრანსფერებამდე გამოიყენოს დრო და ფორმაში შევიდეს, ათამაშდეს როგორც მას ეკადრება და მერე მსურველი კლუბიც გამოუჩნდება ბელგიიდანაც, ჰოლანდიიდანაც, პორტუგალიიდანაც, საფრანგეთიდანაც და გერმანიიდანაც! მთავარია მერე აღარ დაბრუნდეს სპარტაკში და საერთოდ რუსეთში აღარგაჩერდეს!
მამუკა
09 იანვარი 2019 17:37
0
eee janos ar unda fexburtis tamashi
დათო
08 იანვარი 2019 19:07
7
ბოლომდე იბანძებს თავს ვერ გასცდა ამ რუსულ ფულს არ გამოვა ამისგან ლეგენდა არადა იყო შანსი სამწუხაროდ
გენო
08 იანვარი 2019 19:05
14
როგორი მოჯადოებული წრე ტრიალწბს ბიჭის თავს ამას ჰქვია რუსული „წყეულიზმი“ იმედია იქ კარგი სეზონი იქნება.
დავითი
08 იანვარი 2019 18:58
6
მართლაც ძალიან სამწუხაროა...
ara
08 იანვარი 2019 18:54
3
ძალიან ძალიან სამწუხაროა, რომ ჯანოს უდიდესი პოტენციალი, რუსეთში ლპება.
Joni
08 იანვარი 2019 18:54
6
საღოლ ასე ჯობია:D ნეტა ასეთი რა კონტრაქტი აქვს სპარტაკთან რომ გუნდიდან გააგდეს და მაინც იმათ დაკრულზე უწევს ცეკვა
გუდუნა
08 იანვარი 2019 18:49
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული