ნაახალწლევს შეკრება დაიწყო "ლუცერნმა" და პირველი სპარინგიც გამართა - რანგით მეორე დივიზიონის "ვინტერტურთან" 1:2 დამარცხდა.
"ლუცერნის" შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა მცველმა ოთარ კაკაბაძემ, რომელმაც ტრავმა მოირჩინა.
შესვენების შემდეგ შევიდა შეცვლაზე ნახევარმცველი ვაკო გვილია. შეგახსენებთ, ადრე დაიწერა, რომ მას მწვრთნელი რენე ვეილერი იანვარში გუნდიდან გაუშვებდა.
"ლუცერნი" 11 იანვარს შეკრების მეორე ეტაპის გასავლელად მარბელაში გაფრინდება, სადაც 17 იანვარს ამხანაგურ მატჩში ბუქარესტის "სტიაუას" შეხვდება.
შვეიცარიის ჩემპიონატი 3 თებერვალს განახლდება - ქართველების გუნდი მე-19 ტურში "სიონს" უმასპინძლებს.
Bodishi