"ჩელსის" მაგივრად "ტობოლში" - გიორგი ლორია ყაზახეთში მიდის?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია ყაზახურ "ტობოლში" ჩაირიცხა. ამის შესახებ ინფორმაციას Prosports.kz ავრცელებს.

ხოლო გამოცემა SportX.kz-ის ცნობით, ლორია თურქეთში გაემგზავრა, სადაც გუნდი შეკრებას გადის.

შესაბამისად, "ტობოლში" ძლიერი ქართული დიასპორა შეიკრიბა, რადგან კოსტანურ კლუბში უკვე თამაშობენ საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა და ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი.

აღნიშნული გამოცემა ლორიას ინტერვიუს იხსენებს, სადაც ის 2015 წელს "ჩელსიში" გადასვლაზე საუბრობდა. მას სინჯებში უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა საბოლოოდ "კრილია სოვეტოვში" გადავიდა და სტატიას ასე ასათაურებს: "ჩელსის" მაგივრად "ტობოლში" - გიორგი
ლორია ყაზახეთში მიდის.

შეგახსენებთ, რომ ლორია 2018 წლის სექტემბერში თავისუფალი აგენტი გახდა და დაახლოებით ნახევარი წელი უგუნდოდ იყო, თუმცა ფორმის შესანარჩუნებლად თბილისის "დინამოში" ვარჯიშობდა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში ლორია "კრილია სოვეტოვს" ეკუთვნოდა, თუმცა იჯარით "ანჟიში" გამოდიოდა, სადაც მის მიმართ სახელფასო დავალიანება აქვთ. ამის გამო ლორიამ კლუბს ფიფაშიც კი უჩივლა, ხოლო რუსეთის ფეხბურთის ფედერაციამ "ანჟი" ვალის გადაუხდელობის გამო დააჯარიმა.

altგიორგი ლორია "ჩელსიში" ჩაშლილ ტრანსფერზე [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 3 /
ეგეც საქმეა, გუნდში რომ მოხვდა. „ტობოლს“ დაეძებს ვინმე? უბრალოდ ვერ გავცდით ამ პოსტ საბჭოთა სივრცეს და ეგ არის
)))))
17:54 09-01-2019
4
Kaixani ver gavcdebit tu evro kavshirishi samushao vizebi poblema ar mogvardeba mashin chakvetadzeze naklebi ar unda iyo rom xarji gaigon ebropulma klubebmA sabutis priblema isevda isev
Emigranti
01:26 10-01-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული