ზურიკო დავითაშვილი კარიერას "რუბინში" გააგრძელებს

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივმა" იუწყა, რომ მათი გუნდის 17 წლის ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი კარიერას რუსეთის პრემიერლიგაში გააგრძელებს.

თავიდან კლუბის საიტმა დააკონკრეტა გუნდი - ყაზანის "რუბინი", შემდეგ კი ტექსტი შეცვალა და აღნიშნა, რომ ფეხბურთელი რუსეთის პრემიერლიგაში ითამაშებს.

ეროვნულ ლიგაზე გასულ სეზონში დავითაშვილმა 19 მატჩში (17 ძირითად შემადგენლობაში) 3 გოლი გაიტანა. ის საქართველოს 19-წლამდე ნაკრების წევრია.

როგორც შევიტყვეთ, დავითაშვილი ამჟამად "რუბინთან" ერთად შეკრებაზეა და მალე გაუფორმებენ კონტრაქტს.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ეეჰ,ამაზეც ალბათ ხელი უნდა ჩავიქნიოთ.სად მიდიხარ შვილო,კვირკველიას რა გაუკეთეს,დიდი ხანი გავიდა?თანაც რუსეთი, ალბათ ყველაზე ტრავმული ლიგაა მსოფლიოში.
სოსო
00:44 10-01-2019
4
ეჰჰ რა რუსეთი, აგერ გიდევს ჩაკვეტაძის მაგალითი ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ანანიძე/კვირკველიას მაგალითი.
წარმატებები!
Georgian
02:06 10-01-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული