ზურიკო დავითაშვილი კარიერას "რუბინში" გააგრძელებს

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივმა" იუწყა, რომ მათი გუნდის 17 წლის ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი კარიერას რუსეთის პრემიერლიგაში გააგრძელებს.

თავიდან კლუბის საიტმა დააკონკრეტა გუნდი - ყაზანის "რუბინი", შემდეგ კი ტექსტი შეცვალა და აღნიშნა, რომ ფეხბურთელი რუსეთის პრემიერლიგაში ითამაშებს.

ეროვნულ ლიგაზე გასულ სეზონში დავითაშვილმა 19 მატჩში (17 ძირითად შემადგენლობაში) 3 გოლი გაიტანა. ის საქართველოს 19-წლამდე ნაკრების წევრია.

როგორც შევიტყვეთ, დავითაშვილი ამჟამად "რუბინთან" ერთად შეკრებაზეა და მალე გაუფორმებენ კონტრაქტს.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ერთადერთი პლიუსი ამ ტრანსფერის ისაა რომ ბერდიევი ეყოლება მწვრთნელად. კვირკველიას მაგალითი აქ არ გამოდგება. კვირკველია ბერდიევმა აიყვანა რუბინში და სასტარტოში ათამაშებდა. საბას პრობლემები ხავი გრასიამ შეუქმნა
andro
13:35 10-01-2019
0
დიდი წარმატებები ზურას. მაგრამ 19 წლამდე მაინც, რომ დაკაცებულიყო ქართული გუნდის ძირითადში, ვფიქრობ უკეთესი იქნებოდა. სხვა ქვეყანაში მით უმეტეს რუსეთში სხვა ქვეყნის ახალგაზრდა ფეხბურთელებს არ ენდობიან.
გიზოგ
12:17 10-01-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული