ამ დროისთვის ხარაბაძე შვეიცარიაში იმყოფება და ტელეკომპანია "მაესტროს" ცნობით, "ციურიხთან" კონტრაქტი უკვე გააფორმა, რაც წელიწადნახევრიან იჯარას გულისხმობს.
Sportall.ge თბილისის "დინამოსთან" დაკავშირებას ცდილობს, თუმცა კლუბის პრესსამსახური ჩვენს ზარებს არ პასუხობს.
აქვე გეტყვით, რომ ლევან ხარაბაძე თბილისის "დინამოში" 2011 წლიდან ირიცხება. მცველმა საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში ითამაშა, ხოლო 2018 წელს ვლადიმირ ვაისმა საქართველოს მთავარ გუნდში უხმო.
ხარაბაძემ 2018 წელს ეროვნულ ლიგაში "დინამოს" მაისურით 31 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.
ესპანელი შემტევი საქართველოს ვიცე-ჩემპიონის რიგებში - ფრან კარბიამ "ხიმნასტიკს" "დინამო" არჩია