France Football: "ლიონში" კორნეტის შემცვლელად ფეხბურთის იმედის - გიორგი ჩაკვეტაძის განხილვა შეიძლება

AutoSharing Option
გავლენიანი ფრანგული გამოცემა France Footall-ი "ლიონის" სატრანსფერო სიახლეების შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სადაც საუბარი უამრავ ფეხბურთელზეა.

ჩვენი ყურადღება იმ მონაკვეთმა მიიპყრო, სადაც 19 წლის ქართველი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძეა მოხსენიებული.

გამოცემის მტკიცებით, გუნდს მიმდინარე თვეში 22 წლის ვინგერი მაქსველ კორნეტი დატოვებს და კარიერას ბუნდესლიგაში გააგრძელებს, მის სავარაუდო შემცვლელთა შორის კი ქართველ ფეხბურთელსაც განიხილავს.

"იანვარში კლუბს, დიდი ალბათობით, მაქსველ კორნეტი დატოვებს და "ლიონს" მისი შემცვლელის პოვნა დასჭირდება. ახალგაზრდული გუნდის მოთამაშეები გამოუცდელები არიან, მით უმეტეს, "ლიონი" ერთდროულად ოთხ ფრონტზე იბრძვის. ამიტომ გუნდის გასაძლიერებლად
ლიგა 1-დან ფლავიენ ტაიტი (ანჟერი) ან კვონ ჩანგ-ჰუნი (დიჟონი) უნდა განვიხილოთ. რადგან კლუბის მთავარი პრიორიტეტი ჩემპიონთა ლიგაა, ფეხბურთის იმედის - გიორგი ჩაკვეტაძის განხილვაც შეიძლება, რომელიც "გენტის" ფეხბურთელია და უეფამ 21 წლამდე საუკეთესო 50 ახალგაზრდა ფეხბურთელს შორის დაასახელა" - ვკითხულობთ France Footall-ზე.

altჩაკვეტაძე ბელგიის წლის სიმბოლურში ყველაზე მაღალი პროცენტით მოხვდა

altჩაკვეტაძე, დე ლიხტი - tuttomercato ტალანტებზე, რომლებიც სატრანსფერო ბაზრის ეპიცენტრში არიან

მკითხველის კომენტარები / 2 /
მიუხედავად ამდენი ჭორისა,მაინც დარჩება ზაფხულამდე გენტში.ისე ლიონი კარგი ვარიანტია.ყოველთვის კარგ ფეხბურთს თამაშობდა.მე ვირჩევ და ვურჩევ ამ ეტაპზე ლიონს ან გლადბახს.იქაც რომ დაამტკიცებს თავის სიძლიერეს,შემდეგ შეიძლება ბარსზე და რეალზე ფიქრი.მანამდე მიწაზე დავეშვათ ყველანი ერთად და ბევრი მუშაობა და გულშემატკივრობაა საჭირო.წარმატებები
0
კორნეტი არა კორნე...
L.J.
13:30 10-01-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული