შვეიცარიული მედია: ვაკო გვილია "ლუცერნს" დღეს დატოვებს და პოლონეთში მიდის

AutoSharing Option
რამდენიმე შვეიცარიული გამოცემა "ლუცერნის" ქართველი ფეხბურთელის, ვაკო გვილიას კლუბის დატოვების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც Zentralplus.ch-ი და Luzernerzeitung.ch-ი იუწყებიან, გვილია კლუბთან ერთად ესპანეთში შეკრებაზე არ მიემგზავრება და პოლონეთის ექსტრაკლასას ერთ-ერთ კლუბს იჯარის წესით შეუერთდება, თუმცა კონკრეტული კლუბი არ სახელდება.

ვაკო გვილიას მიერ "ლუცერნის" შესაძლო დატოვების შესახებ დიდი ხანია იწერება. შვეიცარიელთა დამრიგებელი რენე ვეილერი ქართველ მოთამაშეს არ ენდობა და ის კლუბში ფიზიკურად ძლიერი ნახევარმცველის მიყვანას აპირებს.

ვაკო გვილია "ლუცერნში" ბელორუსის "ბატედან" 2018 წლის იანვარში გადაბარგდა და ახალი მთავარი მწვრთნელის მოსვლამდე ძირითადი შემადგენლობის
ფეხბურთელი იყო, თუმცა მიღებული ტრავმის შემდეგ შემადგენლობაში დაბრუნება ვეღარ მოახერხა.

altგვილიას "ლუცერნი" არ დაუტოვებია - დღეს მან და კაკაბაძემ "ვინტერტურთან" ითამაშეს

altვაკო გვილია კარიერას "ტობოლში" ან შერიფში" გააგრძელებს?

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 12 /
esec rusetia? sasaklao?
k
11 იანვარი 2019 18:44
1
კარგით რა ყველა ჩვენ რავა გვებრძვის ასეთ ფეხბურთელს განვითარებას არ აცლიან.
თემო
11 იანვარი 2019 16:06
0
კარგი ფეხბურთელია,უდავოდ,მაგრამ სტაბილურობა აკლია.თუ შეძლებს ამ კომპონენტის დახვეწას,და დარწმუნებული ვარ რომ შეძლებს,ითამაშებს დიდ ფეხბურთს!ნებისმიერ შემთხვევაში ფასეული და საჭირო მოთამაშეა ნაკრებისთვის!წარმატებები ვაკო!ნამდვილი გულშემატკივარი მუდამ შენს გვერდით არის!
Alex.F.
11 იანვარი 2019 15:30
0
გვილია მოედანს ვერ ხედავსო საინტერესო რა არის იცით ასეთი ხალხი რატო უყურებს ძალად ფეხბურთს
გოგა
11 იანვარი 2019 14:38
0
წვერი გაიპარსოს არ უხდება. დარბის უგზო უკვლოდ დაკარგული
Ddd
11 იანვარი 2019 14:26
6
ე.ი. წვერი გაიპარსოს და თმაც მოუშვას?
aburjga
11 იანვარი 2019 15:39
1
რას ფილოსოფოსობენ ტიპები, ფეხბურთს ერთი ადგილით უყურებთ ბლიინ? ვაისმა თავიდან ზუსტად გვილიაზე ააწყო გუნდი, ყველა პირველი ბურთი გვილიასთან მიდიოდა და ის ანაწილებდა პასებს, გაუგებარ და ქაოტურ ფეხბურთს რომ ვთამაშობდით, იმის მერე გუნდი გუნდს დაემსგავსა სწორედ გვილიას მოედნის ხედვისა და დირიჟორობის ხარჯზე, ახლა რომ არაა ფორმაში და ცოტა ალბათ თავშიც აუვარდა, ეს სხვა თემაა საერთოდ. მოედანს ვერ ხედავსო, თქვენ რას ხედავთ როცა ფეხბურთს უყურებთ ძალიან საინტერესოა.
აუ ჩემი
11 იანვარი 2019 13:08
1
კანკავა რო წავა,მის ადგილას საუკეთესო კანდიდატურაა,თანაც ეს გაცილებით უკეთესია შეტევაში ვიდრე ჯაბა,ასე რომ მთავარია ფორმაში იყოს და ჩაშლაც კარგად იცის,შეტევაც,მოედანსაც კარგად ხედავს
midi ivarjishe
11 იანვარი 2019 14:24
0
ასე ვიცით რა, ლუცერნის ლიდერიაო ანგრევს ყველფაერსო ფეხით. მერე უცებ კლუბი იშორებს.
smash
11 იანვარი 2019 13:04
8
ძალიან კარგი ფეხბურთელი და ნაკრებისთვის საჭირო მოთამაშე, სამწუხაროა რომ ტრავმის მერე იგივე დონეს ვერ დაუბრუნდა. წარმატებები მას!
ირაკლი
11 იანვარი 2019 12:43
0
საყრდენად კიდე შეიძლება მისი გამოყენება, მაგრამ ნაკრების დონე არაა. თავიდანვე ეტყობოდა, რომ ვერ გაქაჩავდა. მინდორს ვერ ხედავს, ჟილკის ხარჯზე მარტო არ ივარგებს. უკეთესები გვყავს, ბევრად, მარა ვაისამ თუ ჩაიხვია.
ვასო
11 იანვარი 2019 11:47
26
ვერ აფასებ სიტუაციას მართლად,შენ თუ ვაისზე მეტი იცი რა გინდა სახლში.
zas.
11 იანვარი 2019 15:43
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული