შვეიცარიული მედია: ვაკო გვილია "ლუცერნს" დღეს დატოვებს და პოლონეთში მიდის

AutoSharing Option
რამდენიმე შვეიცარიული გამოცემა "ლუცერნის" ქართველი ფეხბურთელის, ვაკო გვილიას კლუბის დატოვების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც Zentralplus.ch-ი და Luzernerzeitung.ch-ი იუწყებიან, გვილია კლუბთან ერთად ესპანეთში შეკრებაზე არ მიემგზავრება და პოლონეთის ექსტრაკლასას ერთ-ერთ კლუბს იჯარის წესით შეუერთდება, თუმცა კონკრეტული კლუბი არ სახელდება.

ვაკო გვილიას მიერ "ლუცერნის" შესაძლო დატოვების შესახებ დიდი ხანია იწერება. შვეიცარიელთა დამრიგებელი რენე ვეილერი ქართველ მოთამაშეს არ ენდობა და ის კლუბში ფიზიკურად ძლიერი ნახევარმცველის მიყვანას აპირებს.

ვაკო გვილია "ლუცერნში" ბელორუსის "ბატედან" 2018 წლის იანვარში გადაბარგდა და ახალი მთავარი მწვრთნელის მოსვლამდე ძირითადი შემადგენლობის
ფეხბურთელი იყო, თუმცა მიღებული ტრავმის შემდეგ შემადგენლობაში დაბრუნება ვეღარ მოახერხა.

altგვილიას "ლუცერნი" არ დაუტოვებია - დღეს მან და კაკაბაძემ "ვინტერტურთან" ითამაშეს

altვაკო გვილია კარიერას "ტობოლში" ან შერიფში" გააგრძელებს?

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 12 /
esec rusetia? sasaklao?
1
კარგით რა ყველა ჩვენ რავა გვებრძვის ასეთ ფეხბურთელს განვითარებას არ აცლიან.
თემო
16:06 11-01-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული