"რა თქმა უნდა, სამწუხაროა, როდესაც ასეთი დანაკარგი გაქვს. ჯანო ჩემთვის უბრალოდ თანაგუნდელი არაა, ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვართ. ის მომენატრება, თუმცა მისი მესმის. ველოდები მის დაბრუნებას ზაფხულში" - განაცხადა გიორგი ჯიქიამ.
ჯანო ანანიძე სამარის "კრილია სოვეტოვს" სეზონის ბოლომდე, იჯარის წესით შეუერთდა. ის ახალ გუნდში 10-ნომრიან მაისურს მოირგებს.
ანანიძე "კრილია სოვეტოვში" ჩაირიცხა და "სპარტაკთან" თამაში აუკრძალეს