ქართველმა ნახევრმცველმა ჯანო ანანიძემ დღეს მოსკოვში "კრილია სოვეტოვში" მედშემოწმება გაიარა და ამ გუნდის ფეხბურთელი გახდა.
ანანიძე "კრილიაში" 10-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ჯანო "სპარტაკმა" სამარულ გუნდში სეზონის ბოლომდე გაანათხოვრა.
ხელშეკრულების მიხედვით მას ამ პერიოდში "სპარტაკის" წინააღმდეგ თამაშის უფლება არა აქვს.
ჯანო "კრილია სოვეტოვთან" ერთად ხვალ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში შეკრებაზე გაემგზავრება.
ის "სპარტაკის" შემადგენლობაში 2017 წელს რუსეთის ჩემპიონი გახდა, ხოლო როდესაც 2013/2014 წლების სეზონში "როსტოვში" იყო განათხოვრებული, რუსეთის თასის მოიგო და მაშინ იმ გუნდს "კრილიას" ამჟამინდელი თავკაცი მიოდრგ ბოჟოვიჩი წვრთნიდა.