პორტუგალიის "რიო ავემ" 28 წლის ქართველ მეკარეს გიორგი მაკარიძეს კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაუწყვიტა.
ის "მორიერენსემ" გასული წლის 16 იანვარს გაანათხოვრა "რიო ავეში", მაგრამ სამწუხაროდ ვერც ამ გუნდში ვერ დამკვიდრდა.
ამაში მას ხელი აგვისტოში მიღებულმა ტრავმამ შეუშალა, რის გამოც სამი თვე გაუცდა.
როგორც ასეთ შემთხვევებში ხდება ხოლმე პროტოკოლურად, "რიო ავემ" თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და ბანალური ფრაზებით დაემშვიდობა.
გიორგი მაკარიძე "რიო ავეში" წარადგინეს [VIDEO]
გიორგი მაკარიძე: ახალ კლუბში მპირდებიან, რომ ძირითადის მეკარე ვიქნები