გაჯიევი ჯანოზე: შეუძლია თუ არა სტაბილურად თამაში? ეს არავინ იცის

AutoSharing Option
ცნობილი რუსი მწვრთნელი გაჯი გაჯიევი, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში "კრილია სოვეტოვსაც" თავკაცობდა, რუსულ გამოცემა Sovsport.ru-სთან ინტერვიუში სამარულ კლუბში ჯანო ანანიძის გადასვლასთან დაკავშირებით საუბრობს.

"ჯანო ანანიძე ბოჟოვიჩთან ერთად "როსტოვში" მუშაობდა, თუმცა ქართველი მუდმივად ტრავმირებულია ხოლმე. შეუძლია თუ არა სტაბილურად თამაში? ეს არც მე და არც თქვენ იცით.

ხანდახან მოთამაშე, ასაკის მატებასთან ერთად, უფრო მეტ ტრავმას იღებს, მაგრამ გამოცდილების ხარჯზე დატვირთვა სწორად უნდა გადაანაწილოს და სათამაშო სიტუაციებში კარგად გაერკვეს. რა თქმა უნდა, შემთხვევებისგან დაზღვეული არავინაა." - განაცხადა გაჯი გაჯიევმა.

ჯანო ანანიძე "კრილია სოვეტოვს" რამდენიმე დღის წინ შეუერთდა. სამარული კლუბის რიგებში ის სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ითამაშებს.

altჯანო ანანიძე: დავამტკიცებ, რომ ძლიერი ფეხბურთელი ვარ [VIDEO]

altჯიქია ანანიძეზე: სამწუხაროა, როდესაც ასეთი დანაკარგი გაქვს

მკითხველის კომენტარები / 1 /
წადი ერთი დავაი ბადრიჯანი ამოიღე რა
გივი
18:48 16-01-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული