ხობის "კოლხეთის" მცველი თორნიკე ჯიმშილეიშვილი კარიერას ტაჯიკეთის ვიცე-ჩემპიონ "ხუჯანდის" რიგებში გააგრძელებს.
26 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში "კოლხეთის" რიგებში მხოლოდ 7 მატჩი გამართა.
როგორც აზიური კლუბის ვებგვერდი იუწყება, ჯიმშილეიშვილი სხვადასხვა დროს საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წევრი იყო.
"პირველ რიგში, მინდა კლუბის ფანებს მივესალმო. მოხარული ვარ, რომ "ხუჯანდის" მოთამაშე გავხდი. არჩევანი საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის უნდა გამეკეთებინა და ტაჯიკეთი ავირჩიე. მინდა ბევრი ტურნირი მოვიგო. ეს ჩემი პირველი უცხოური კლუბია" - განაცხადა თორნიკე ჯიმშილეიშვილმა.
"ხუჯანდი" ტაჯიკეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში მეორე ადგილზე გავიდა.
16:45 16-01-2019
"საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის უნდა ამერჩია" - ხობის "კოლხეთის" მოთამაშე აზიაში წავიდა
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 3 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ავტორ, კაცურად ეს რატომ დაწერე?! ნათესავია ალბათ, თორემ ასეთი ტოპ-ტრანსფერი ვის დარჩებოდა შეუმჩნეველი.
19
0
იცინეთ თქვენ და ტაჯიკეთზე წინ საკლუბო დონით არაფრით არ ვართ. ჩვენ კლუბებს ვისაც არ ეზარება ყველა უგებს
10
5
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული