"გიორგი ლორიას შემთხვევაში კი ამის პრობლემა არ იქნება" - წავა ქართველი აზერბაიჯანში?

AutoSharing Option
გამოცემა azfootball-ი იმ ფეხბურთელების შესახებ აქვეყნებს სტატიას, რომლებმაც, შესაძლოა, კარიერა აზერბაიჯანის ჩემპიონატში განაგრძონ.

ერთ-ერთი მათგანი საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორიაა.

"აზერბაიჯანში ქართველი ფეხბურთელები ყოველთვის ფასობდნენ. ხანდახან იმაზე მეტადაც, ვიდრე იმსახურებდნენ. გიორგი ლორიას შემთხვევაში კი ხარისხის საკითხი პრობლემა არ იქნება. ის საბერძნეთის სუპერლიგის "ოლიმპიაკოსსა"და რუსულ "ანჟიში" და "კრილია სოვეტოვში" თამაშობდა. სამარული კლუბი მისი უკანასკნელი გაჩერება იყო.

ის ახალგაზრდა აღარაა, 33 წლის ხდება, მაგრამ მეკარეებისთვის ეს დიდი ასაკი არ არის. ამიტომ აზერბაიჯანული კლუბებისთვის ის შესანიშნავი დანამატი იქნება." - ვკითხულობთ სტატიაში.

გიორგი ლორიამ
"კრილია სოვეტოვი" ზაფხულში დატოვა და მას შემდეგ უკლუბოდაა.

alt შეიძლება ქართველებს ყაზახეთში თამაშის პრობლემა შეექმნათ - არაა გამორიცხული, ლორიამ "ტობოლში" ვერ იასპარეზოს

მკითხველის კომენტარები / 4 /
აი გაამართლა კაცმა , ლენქორანში ჩამოუყალიბებიათ საფეხბურთო კლუბი ჩელსი, ხო მიდიოდა ჩელსიში...
hggj
17 იანვარი 2019 02:03
0
ყაზახეთში მიდისო ტრუხა ბაზარი იყო?
grego
16 იანვარი 2019 18:46
1
კარგს იზამს თუ აზერებთან არ წავა და სხვა ნორმალურ ლიგაში მოხვდება
ალეკო
16 იანვარი 2019 18:44
2
ხო თურმე ჩელსი ეპატიჟება და უარს ამბობს, აზერბაიჯანში მინდა რომ სახლთან ახლოს ვიყოვო))
Geo_Dinamo
17 იანვარი 2019 00:29
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული