ural.kp.ru: "ეკატერინბურგელი მესის" "ურალიდან" წასვლის რამდენიმე მიზეზი არსებობს

AutoSharing Option
როგორც რუსული ural.kp.ru იუწყება, "ურალის" ქართველი ფეხბურთელი გიორგი ჭანტურია კლუბს ტოვებს.

გამოცემის თქმით, "ქართველი მესი", ზუსტად ასე შეარქვეს "ურალის" ფანებმა ჭანტურიას (გარდა ამისა, მას "ეკატერინბურგელ მესისაც" ეძახიან), გუნდს შეკრებაზე არ გაჰყვა, ხოლო კლუბში ჭანტურიას პოზიციაზე ახალი მოთამაშეები მოვიდნენ.

ჭანტურის მიერ გუნდის დატოვების რამდენიმე მიზეზი არსებობს. პირველ რიგში, მის ადგილზე მსგავსი ამპლუის ბევრი ფეხბურთელია.

მეორე: ქართველ ფეხბურთელთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გასული წლის დეკემბერში მიიღეს. გიორგიმ ტრავმის მოშუშება ვერ მოახერხა.

მესამე: მან თავად მიიღო წასვლის გადაწყვეტილება, რადგან საკმარისი სათამაშო დრო არ აქვს.

გიორგი
ჭანტურია "ურალში" 2016 წელს გადაბარგდა. მას სხვადასხვა დროს "ვიტესის", "ალანიას", "კლუჟის", "ვერონას" და "დუისბურგის" რიგებში უთამაშია.

alt"ურალი" გიორგი ჭანტურიასთან კონტრაქტის გაწყვეტას აპირებს

მკითხველის კომენტარები / 17 /
ქართველი მესი არა ტორილა. თავში აქვთ ავარდნილი.ფეხბურთელს, რომელიც ბარსას აკადემიაში თამაშობდა დღეს ურალიდან უშვებენ და უკლუბოდაა,ნაკრებში თამაშზე არ უნდა ქონდეს პრეტენზია და ზღაპრები დამჩაგრეს და არ მენდობოდნენ საკუთარ ბებიას მოუყვნენ. ვინც იმსახურებს ყველას ათამაშებენ.კაშია,კვირკველია,ჯაბა. პ.ს. ჩამოდი შვილო საქართველოში და აქ თამაშით დაამტკიცე,რომ რამეს წარმოადგენ.
ზაზა
17:57 16-01-2019
2
მარტალი ხარ ზაზა, ისე ეს სტატია მესიმ არ ნახოს ტორე ტავს მოიკლავსდ.დ.
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული