მიქელთაძემ გოლი გაიტანა, მაგრამ მისი და კაჭარავას "ანორთოსისი" მაისურაძის "ენოსისთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველების "ანორთოსისისი" კვიპროსის თასის პირველ 1/8 ფინალურ მატჩში საკუთარ მოედანზე 2:3 დამარცხდა პირველი ლიგის "ენოსისთან".

"ანორთოსისში" ქართველმა თავდამსხმელებმა ნიკა კაჭარავამ და ბექა მიქელთაძემ შეუცვლელად ითამაშეს და ამ უკანასკნელმა გოლიც გაიტანა.

"ენოსისში" სრულად ითამაშა ჩვენებურმა ნახევარმცველმა ირაკლი მაისურაძემ, რომელიც შარშან უნგრული "ბალმაზუივაროშის" ღირსებას იცავდა. სხვათა შორის, ირაკლი ადრე 2 წელი ასპარეზობდა "ანორთოსისში".

ამ გუნდების განმეორებითი შეხვედრა 23 იანვარს პარალინმიში გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული