შეგახსენებთ, რომ საბა კვირკველია რუბინის "ყაზანიდან" მოსკოვის "ლოკომოტივში" 2017 წლის თებერვალში იჯარის წესით გადავიდა, ხოლო 2017 წლის ივლისში "ლოკომ" ის გამოისყიდა.
"2018 წლის ზაფხულში ფეხბურთელებზე შემოთავაზებები გვქონდა. საერთო ჯამში, ფეხბურთელების გაყიდვით 50 მლნ ევროს გამომუშავება შეგვეძლო, მაგრამ მივიღეთ გადაწყვეტილება და რეკომენდაციებიც მოგვცეს, რომ ჩემპიონთა ლიგისთვის გუნდი გაგვეძლიერებინა.
გაძლიერების პირველი ეტაპი კი საჩემპიონო შემადგენლობის შენარჩუნებაა. ეს მთავარი მწვრთნელის დაჟინებული თხოვნა
საბა კვირკველიაზე გვქონდა შემოთავაზება - 15 მლნ ევრო. თუმცა იური სიომინი (მთავარი მწვრთნელი) დაცვის საკვანძო ფეხბურთელის გაყიდვის კატეგორიული წინააღმდეგი იყო. რა უნდა გვექნა? მაინც გაგვეყიდა? რა უნდა გვექნა მერე? ხომ გესმით, მერე ყველა წარუმატებლობა ამ გადაწყვეტილებას დაბრალდებოდა. ამიტომ საბა დარჩა", - აღნიშნა გერკუსმა.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის ზაფხულში საბა კვირკველიას შეძენა "ლესტერს" სურდა და ქართველი ფეხბურთელის აგენტი კლუბთან მოლაპარაკებასაც აწარმოებდა.
ამ დროისთვის კვირკველიას ტრანსფერის ღირებულება 8 მლნ ევროს შეადგენს, თუმცა ზაფხულშიც იგივე იყო. მან მიმდინარე სეზონში "ლოკომოტივის" მაისურით ყველა ტურნირზე 25 მატჩი ჩაატარა, სადაც ერთი გოლიც გაიტანა.
გიორგი ჩაკვეტაძე და საბა კვირკველია საუკეთესო 10 კავკასიელ მოთამაშეს შორის დასახელდნენ
საბა კვირკველია რუსეთის პრემიერლიგის 2018 წლის სიმბოლურ ნაკრებში