გიორგი ლორია კარიერას გერმანიაში გააგრძელებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 32 წლის მეკარე გიორგი ლორია მეორე ბუნდესლიგის "მაგდებურგში" ჩაირიცხა. ამ ინფორმაციას აღმოსავლეთ გერმანული კლუბის საიტი ავრცელებს.

გიორგის უკვე მოუწყვეს პრეზენტაცია და 1-ნომრიანი მაისურა გადასცეს.

ის "მაგდებურგში" თავისუფალი გენტის სტატუსით გადავიდა და კონტრაქტი 2019 წლის 30 ივნისმდე გაუფორმეს.

"მაგდებურგი" 18 ტურის შემდეგ 11 ქულით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა და მე-2 ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.

ამ გუნდმა ძირითადი კიპერი გაყიდა და სავარაუდოდ ლორია ძირითადი მეკარე იქნება.

მე-2 ბუნდესლიგა 29 იანვარს განახლდება და ლორიას გუნდი აუეს "ერცებირგეს" უმასპინძლებს.

ასე რომ, გიორგის უკლუბოს
ყოფნა დასრულდა და თანაც, არც აზერბაიჯანში და არც ყაზახეთში არ იასპარეზებს.

მკითხველის კომენტარები / 15 /
ევროპის ტურნირის ჭ დონეზე რას გააკეტებენ მერე? გამობუნძულდებიან. ასე რომ მეორე ბუნდესლიგა ჯობია.
sarf
18 იანვარი 2019 22:32
0
ივნისში ისევ ახალი გუნდი ეყოლება საძებნი, იმედია რეგიონალლიგაში არ გადაყვება :(
sormona
18 იანვარი 2019 22:04
4
რiთ არ ჯობდა ყაზახეთი ან აზერბაიჯანი? ორივე ჩემპიიონატის ყველა გუნდს მაგდებურგზე ტრილიონი პროცენტით მეტი შანსი აქ ევროპის ტურნირზე გასვლის მესამეში რო გავარდება ღმერტმა არ ქნას ინატრებთ ყაზახეთსაც ან აზერბაიჯანსაც
ნოდო
18 იანვარი 2019 22:00
24
გერმანიის მე-2 ბუნდესლიგა რომ ყაზახეთის და აზერბაიჯანის უმაღლეს ლიგებს ჯობს,ამას მგონი არ უნდა ჭირდებოდეს ბევრი სჯა-ბაასი.მთავარია ეხლა როგორმე ადგილი შეინარჩუნოს მაქ.წარმატებები ლორიას.
რიგითი გულშემატკივარი
19 იანვარი 2019 12:35
1
არა ხართ ბიჭო მაგის ღირსიც.
Bidza.
18 იანვარი 2019 22:38
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული