ბოლო პერიოდში აქტიურად მიდიოდა ლორიას "ტობოლში" გადაბარგებაზე საუბარი. ყაზახურ კლუბში ის ნაკრების ძირითადი შემადგენლობის მესამე წევრი იქნებოდა, ვინც კოსტანაიში ითამაშებდა. ნამდვილად გულდასაწყვეტი იყო ეს ფაქტი, თუმცა არც ლორია იყო იმ ასაკში, რომ კარგ ფინანსურ შეთავაზებაზე უარი ეთქვა და რა თქმა უნდა, ფეხბურთელი თავის ბედს თვითონ განსაზღვრავს.
თუმცა გიორგიმ ფეხბურთის თამაში არჩია და საფეხბურთო ქვეყანაში წასვლა. მერე რა, რომ მეორე ლიგაა, სამაგიეროდ, მის წინააღმდეგ გაცილებით
"მაგდებურგის " დღევანდელი გამოწვევები
გერმანულ კლუბს კარგი პერიოდი არ უდგას, რადგან მე-17 ადგილზეა და გასავარდნ ზონაშია, ორი ქულა აშორებს "სანდჰაუზენთან", რომელიც მე-15 პოზიციაზეა. ლორიას წინამორბედებმა, არც მეტი, არც ნაკლები, 35 გოლი გაუშვეს, რაც ყველაზე ცუდი შედეგია ბოლოადგილოსან "ინგოლშტადთან" ერთად.გარკვეულწილად, ეს გიორგი ლორიასთვის გამოწვევაცაა, რადგან მის კარებს ძალიან ხშირად შეაწუხებენ და მუდმივად ტონუსში იქნება, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა "გაჭირვების" დროს ლორიას სჩვევია გმირობა და კარის მშრალად შენახვა.
რაც შეეხება გიორგი ლორიას დებიუტს, ის შეიძლება დღეს, თბილისის დროით 17:00 საათზე შედგეს. საქსონელები ამხანაგურ შეხვედრაში "კოტბუსს" დაუპირისპირდებიან.
არადა, "მაგდებურგს" გერმანიაში ერთ-ერთი გამორჩეული ფანობა ჰყავს. ისინი გუნდს არასდროს ტოვებენ და მუდმივად ამხნევებენ. არათუ საკუთარ სტადიონზე, არამედ გასვლით შეხვედრებში კლუბს საშუალოდ 8 000 ფანი დაჰყვება და მეტოქის სტადიონზეც გამორჩეულები არიან. ამ ყველაფერში ეს ვიდეო დამემოწმება.
სათამაშო ასპარეზი
რაც შეეხება კლუბს, ამავე სახელწოდების ქალაქის გუნდია, რომელიც მდინარე ელბასთან არის განლაგებული და სიდიდით საქსონიის მეორე ქალაქია. მოსახლეობა 236 478 კაცს შეადგენს.კლუბი "მდსს-არენაზე" თამაშობს, რომელიც ამჟამად 25 910 ადამიანს იტევს, თუმცა სამომავლოდ 30 000 ადამიანზე უნდა გადაკეთდეს.
P.S. ამ გუნდსაც აქვს მოგებული თასების თასი 1973-74 წლებში.