გიორგი ჯიქია: ჯანო ანანიძე რუსეთში საუკეთესო ათიანია - მის ოთახში შესახლების უფლებას არავის არ მივცემ

AutoSharing Option
"სპორტ-ექსპრესისთვის" მიცემულ ინტერვიუში "სპარტაკის" მცველმა გიორგი ჯიქიამ ქართველი ნახევარმცველის, ჯანო ანანიძის "კრილია სოვეტოვში" იჯარით გადასვლაზე გააკეთა კომენტარი.

- გუნდიდან სამედოვი და ანანიძე წავიდნენ. თქვენი რეაქცია? თქვენ ხომ ახლო ურთიერთობა გქონდათ?
- გული დამწყდა. ჩვენ ერთად ხშირად ვიყავით და არა მხოლოდ ბაზაზე და მოედანზე. არ დავმალავ, საწყენია. როდესაც აქ მოვედი, სწორედ ჯანო დამხვდა, ასე ვიტყვი, ჩემი მეურვე იყო. მიმიღო, ყველაფერი მაჩვენა, კოლექტივში შემიყვანა. მე და სამედოვი ერთად მოვედით და მასთან ჩინებული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, დავმეგობრდით. გაგებით მოვეკიდე მწვრთნელების გადაწყვეტილებას, ასეთია ფეხბურთელის ცხოვრება, ყველას
დაუდგება განშორების მომენტი, თუმცა მაინც გულდასაწყვეტია. ყოველდღე ვუკავშირდებით ერთმანეთს. მთავარია, ჯანმრთელად ვიყოთ და ვითამაშოთ. ჯანოს აქ ველი - 100%-ით.

- მას "როსტოვში" იჯარა წაადგა.
- იყო ასეთი პერიოდი, მაგრამ მგონია, ჯანოს კიდევ შეუძლია "სპარტაკისთვის" სასარგებლო იყოს.

- რატომ?
- ჩვენი გუნდის მწვრთნელის კონონოვის სათამაში სტილი ჯანოსთვის ზედგამოჭრილია. პასი, ქუსლური, შერბენები. რუსეთში ეს მას ლამის ყველაზე უკეთ ეხერხება. ის შესაძლოა, აქ საუკეთესო ათიანია... ვეცდები ბაზაზე მის ნომერში არავინ ან შესახლდეს. ჩვენი ოთახები გვერდიგვერდაა, ყველაფერს დავინახავ.

- მელქაძეს მეურვეობთ?
- მაგას არავის მეურვეობა არ სჭირდება, იქით გაუწევს მეურვეობას ყველას!

- მთლად ასეა საქმე?
- ყოჩაღია, ბევრს შრომობს, "მოედანს ხნავს", შანსს ეჭიდება. ახალბედა არაა და ყველაფერი ესმის. კარგია, რომ მას ყურადღება მიაქციეს. ვეუბნები - ეცადე, ყველაფერი შენზეა დამოკიდებული.

- თვითდაჯერებულად გამოიყურება.
- დიახ, თავხედი თავდამსხმელია. მომწონს, რომ მშიშარა არაა. ორთაბრძოლას არ უფრთხის, აგრესიულია. ჩემს გვერდით იყოს და ყველაფერი კარგად იქნება.

- გარეგნულად იგუაინს ჰგავს.
- კი, ჰგავს, ოღონდ იგუაინს ცოტა უფრო დიდი ღიპი აქვს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
სპორტული სიახლეები წერეთ და არა ჯიქიას და ანანიძის ნოსტალგიები. მეგობრობის დღიურია თუ სპორტული საიტი ????
????
10:34 22-01-2019
13
ნებისმიერი თქვენგანი რუსეთში კი არა იმის იქეთ წავა ოღონდ ფული იშოვოს და არ გინდათ ეხლა პატრიოტობანას თამაში აქ ყოვედღე ერთმანეთს რო ხოცავენ ეგეც რუსების ბრალია ?
soso
10:39 22-01-2019
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული