26 თებერვალს, თურქულ ბელეკში შეკრებაზე მყოფმა "შტურმმა" ამხანაგურ მატჩში პოლონეთის "ლეხს" 2:1 სძლია.
ამ შეხვედრაში გრაცული გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი, რომლის გარღვევის და პასის შემდეგ ანგარიში 2:0 გახდა.
კიტეიშვილმა 22 იანვარს "ვეიზთან" მოგებულ საკონტროლო შეხვედრაშიც (9:0) მიიღო მონაწილეობა და გოლი გაიტანა.
"შტურმი" თურქეთში კიდევ რამდენიმე თამაშს ჩაატარებს.