"გენტის" მწვრთნელი: ჩაკვეტაძემ აჩვენა, რომ სათამაშოდ უკვე მზადაა

AutoSharing Option
"გენტმა" ბელგიის ჩემპიონატის 23-ე ტურში სტუმრად "კორტრიკი" დაამარცხა. მატჩში 40-დღიანი პაუზის შემდეგ გამოჩნდა ბელგიელთა ქართველი შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც მოედანზე მეორე ტაიმში შევიდა.

ახალგაზრდა ფეხბურთელმა საგოლე გადაცემა შეასრულა და გუნდს უმნიშვნელოვანესი სამი ქულის აღებაში დაეხმარა.

მატჩის შემდეგ "გენტის" მთავარმა მწვრთნელმა იეს ტორუპმა 19 წლის ქართველიც ახსენა.

"ყველა ბეზუსის ტექნიკურ შესაძლებლობებზე საუბრობს, მაგრამ მან დღეს მებრძოლი სულიც გამოავლინა. გიორგი ჩაკვეტაძემაც აჩვენა, რომ სათამაშოდ უკვე მზადაა. "გენტის" ბანაკში ბედნიერი სახეები აქვთ" - განაცხა
და მატჩის შემდეგ ტორუპმა.

ამ გამარჯვებით "გენტმა" 37 ქულა დააგროვა და მე-6 პოზიციას იკავებს.

altგიორგი ჩაკვეტაძე დაბრუნდა და გამარჯვების მომტანი საგოლე გადაცემა გააკეთა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 3 /
ნეტა გიო აიაქსში გვყავდეს და აქცევენ 1 წელიწადში ვარსკვლავად.ამისთვის ყველაფერი აქვს გიოს
გოგა
17:17 28-01-2019
4
ეხლა არ მიდის რომა ბარცა რეალი კიდევ რა კლუბები არიან მოწადინებულები წაყვანიტ..ტქვენ ვარჯისებზე უნდა ნახოტ,,ცლივსაა რატომხაც
romiko
16:33 28-01-2019
3

სიახლეები პოპულარული