28 იანვარს, სერია A-ს 21-ე ტურში "ემპოლი" საკუთარ მოედანზე 1:3 დამარცხდა "ჯენოასთან".
მასპინძელთა თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე რადე კრუნიჩის ნაცვლად 58-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და საგოლე კომბინაციაში მიიღო მონაწილეობა.
ის ტრავმირებული იყო და ბოლოს 29 დეკემბერს "ინტერთან" ითამაშა.
"ემპოლი" 17 ქულით მე-17 ადგილზეა, გასავარდნ ზონას 3 ქულა აშორებს და 2 თებერვალს "კიევოს" უმასპინძლებს.
ემპოლი. "კარლო კასტელანი"
ემპოლი - ჯენოა 1:3
გოლები: 0:1 კუამე (18), 1:1 დი ლორენცო (63), 1:2 ლაზოვიჩი (70), 1:3 სანაბრია (73)