"ის შეკრებაზე შემოგვიერთდება" - მოსკოვის "ლოკომოტივმა" ხვიჩა კვარაცხელია დაიმატა

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა championta.com-თან ინტერვიუში ქართველი ფეხბურთელის დამატების შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, 17 წლის ხვიჩა კვარაცხელია გუნდს შეკრებაზე მარბელაში შეუერთდება.

- ამ ზამთარ გაძლიერდებით?
- ამაზე საუბარს ახლა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ყოველთვის გვინდა გაძლიერება, მაგრამ უნდა დავიმატოთ, ვინც არის ან ახალგაზრდა პერსპექტივისთვის. ახალგაზრდას ავიყვანთ.

- "რუსთავიდან" 17 წლის ხვიჩა კვარაცხელიაზე ამბობთ, რომელზეც იწერებოდა?

- დიახ, მასზე. მარბელაში ჩვენს მეორე შეკრებაზე შემოგვიერთდება.

altმიდის თუ არა ხვიჩა კვარაცხელია მოსკოვის "ლოკომოტივში" - ფეხბურთელის კომენტარი

მკითხველის კომენტარები / 6 /
კარგი კაცია იური,მოვიწვიოთ საქართველოში სტუმრად და სათანადო პატივიც ვცეთ,იმსახურებს ეს ადამიანი.
zas.
17:46 29-01-2019
2
უყვარს სიომინს ქართველებთან მუშაობა.წარმატებები.
ქობულეთელი
16:42 29-01-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული