30 იანვარს, ბელგიის თასის განმეორებით ნახევარფინალურ მატჩში "გენტი" სტუმრად "ოსტენდეს" შეხვდება, რომელსაც პირველ შეხვედრაში დაუზავდა (2:2).
"გენტმა" უკვე გამოაქვეყნა განაცხადი. ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე განაცხადშია, თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია კი - არა.
ჩაკვეტაძე 23 იანვარს ბელგიის ჩემპიონატზე "კორტრიკთან" მატჩში შეცვლაზე შევიდა, ქვილითაია კი განაცხადში არ ყოფილა.
"გენტის" მწვრთნელმა იეს ტორუპმა განაცხადა, რომ ჩაკვეტაძე სათამაშოდ მზადაა.