იტალიური მედია: ლევან მჭედლიძით სერია B-ს აუტსაიდერი ინტერესდება

AutoSharing Option
იტალიური მედიის ცნობით, დიდი შანსია, ლევან მჭედლიძემ "ემპოლი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას დატოვოს და სერია B-ს "კარპის" შეუერთდეს.

"ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას "ლურჯების" ბევრი ფეხბურთელის წასვლა განიხილება, თუმცა ამ სიას კიდევ ერთი სახელი უნდა დავამატოთ - ლევან მჭედლიძე. გულწრფელად რომ ვთქვათ, არ გვჯერა, რომ ეს გამოვა, თუმცა "კარპი" "გიგანტი" ქართველით ინტერესდება, ისინი თავდამსხმელს ეძებენ.

ლევანისა და "ემპოლის" დაშორების შესახებ ბოლო წლებში ხშირად იწერებოდა, თუმცა ის ყოველთვის გუნდში რჩებოდა, ბოლოს მიღებული გრძელვადიანი ტრავმის დროსაც კი. ფეხბურთელი ახლა უკეთესადაა, თუმცა არა საუკეთესო ფორმაში და
"ემპოლიც" ეძებს ახალ მოთამაშეს.

ქართველს დიდი სათამაშო დრო არ აქვს. დარჩენილ დღეებში გავიგებთ, გააგრძელებს თუ არა ლევან მჭედლიძე "ემპოლის" 7-ნომრიანი მაისურის ტარებას." - წერს pianetaempoli.it.

ქართველი ფეხბურთელი იტალიური კლუბის პირველ გუნდში 2008 წლიდან თამაშობს. ლევანმა მიმდინარე სეზონში სერია A-ს 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

რაც შეეხება "კარპის", ის სერია B-ს აუტსაიდერია და ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.

altლევან მჭედლიძე დაბრუნდა, მაგრამ "ემპოლი" მაინც დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 6 /
ეს რა ჭირი გვჭირს ტოოოოო:)
ლაშა
30 იანვარი 2019 13:28
0
მაგარ შედეგებზე გავდივართ ტრანსფერებზე.
samtredia
30 იანვარი 2019 13:08
0
დაბრუნდი ბიძია საქართველოში, ერთი 2 გოლი მაინც გაიტანე, სტატისტიკა გამოისწორე და მერე თავიდან სცადე. თორე მორჩა შენი ფეხბურთი ხომ ხედავ...
გიორგი
30 იანვარი 2019 12:45
5
ანალგინის და ასპირინის მომარაგება მოუწევს კარპის ..
ქუთაისი
30 იანვარი 2019 11:58
0
ვერაა კაი საქმე
30 იანვარი 2019 11:42
0
Ra karpi! Ra sisulrlea zlivs erti Kaci gvyavda top ligashi!levan at waxvide seria 2 Shi.
Kika
30 იანვარი 2019 11:42
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული