გიორგი ლორია "კრილიასგან" 20 მლნ რუბლს მიიღებს - ქართველმა რუსებს სასამართლო მოუგო

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორიამ "კრილია სოვეტოვს" სასამართლო დავა მოუგო და სამარულ კლუბს ქართველი ფეხბურთელისთვის გადასახდელი ხელფასის და შვებულების თანხის ანაზღაურება დაევალა.

ჯამში, რუსულ კლუბს ლორიასთვის 20 მილიონი რუბლი აქვს გადასახდელი, რაც დღეის მდგომარეობით, დაახლოებით 800 000 ლარის ექვივალენტია.

ინფორმაციას ადასტურებს "კრილიას" სპორტული დირექტორი ალექსანდრ შიკუნოვი.

"ვალი გადასახდელი გვქონდა. ლორია თანხას მიიღებს, ეს ნორმალურია. კლუბმა მას დროულად ვერ გადაუხადა, ეს ჩვეულებრივი პროცედურაა" - განაცხადა შიკუნოვმა.

გიორგი ლორია "კრილია სოვეტოვში" 2015-დან 2018 წლამდე ირიცხებოდა, 2017-18 წლების სეზონი კი "ანჟიში" იჯარით გაატარა.

2019 წელს საქართველოს ნაკრების მეკარე გერმანიის მეორე ბუნდესლიგის კლუბ "მაგდებურგის" წევრი გახდა.

altკარში გიორგი ლორია?! - როგორ აფასებენ გერმანული გამოცემები ქართველის დებიუტს [VIDEO]

altგიორგი ლორიას წარმატებული დებიუტი გერმანიაში - პირველივე მატჩში კარი მშრალად შეინახა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
გიორგი, ბიჭები ობშიაკისთვის ფულს ვაგროვებთ და ძმები არ დაივიწყო!
ბიძგვინა
08:21 02-02-2019
6
იქეთ 10 მილიონი ევრო დავაწერეთ :დ ახლა ლორიამაც 20 მილიონი რუბლი დააწერა :დ ეგრე რაა
აბგდ
16:54 01-02-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული