ჯამში, რუსულ კლუბს ლორიასთვის 20 მილიონი რუბლი აქვს გადასახდელი, რაც დღეის მდგომარეობით, დაახლოებით 800 000 ლარის ექვივალენტია.
ინფორმაციას ადასტურებს "კრილიას" სპორტული დირექტორი ალექსანდრ შიკუნოვი.
"ვალი გადასახდელი გვქონდა. ლორია თანხას მიიღებს, ეს ნორმალურია. კლუბმა მას დროულად ვერ გადაუხადა, ეს ჩვეულებრივი პროცედურაა" - განაცხადა შიკუნოვმა.
გიორგი ლორია "კრილია სოვეტოვში" 2015-დან 2018 წლამდე ირიცხებოდა, 2017-18 წლების სეზონი კი "ანჟიში" იჯარით გაატარა.
კარში გიორგი ლორია?! - როგორ აფასებენ გერმანული გამოცემები ქართველის დებიუტს [VIDEO]
გიორგი ლორიას წარმატებული დებიუტი გერმანიაში - პირველივე მატჩში კარი მშრალად შეინახა [VIDEO]