"გენტი" "ბრიუგეს" დაუზავდა - გიორგი ჩაკვეტაძე განაცხადში არ იყო, გიორგი ქვილითაია კი არ ათამაშეს

AutoSharing Option
3 თებერვალს, ბელგიის ჩემპიონატის 24-ე ტურში "ბრიუგესა" და "გენტის" შეხვედრა 1:1 დასრულდა.

მწვრთნელმა იეს ტორუპმა გუშინ ორივე ქართველი ლეგიონერი გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ქვილითაია შეიყვანა განაცხადში, თუმცა დღეს განაცხადში ჩაკვეტაძე არ იყო, ქვილითაია კი იყო, მაგრამ არ ათამაშა.

შეგახსენებთ, 30 იანვარს "ოსტენდესთან" თასის განმეორებით ნახევარფინალურ შეხვედრაში ჩაკვეტაძე შეცვლაზე შევიდა, საგოლე გადაცემა გააკეთა და თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა. რაც შეეხება ქვილითაიას, უკანასკნელი მატჩი ჩემპიონატზე დუბლებში ჩაატარა.

"გენტი" 38 ქულით ჯერჯერობით მე-5 ადგილზეა და 10 თებერვალს "მუსკრონს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 15 /
სულ ახლახანს სოც. ქსელებში გამოკითხვა ჩატარდა ნაკრების ყველა დროის სიმბოლურ გუნდზე, სადაც ჩაკვეტაძეს ძალიან ბევრი ასახელებდა თერთმეტეულისთვის, რამაც ცოტა გამაღიზიანა და რატომ: თავის დროზე ლევან ყენია უკეთესი თუ არა ნაკლები არ იყო ჩაკვეტაძეზე, მაგრამ არ აეწყო კარიერა და უკვე არც არავის ახსოვს, ამით ის მტკიცდება რომ ჩაკვეტაძემ დღეს რომ დაასრულოს კარიერა (ჯვარი წერია) ხვალ არავის მოუვა თავში აზრად ქინქლაძის და არველაძის გვერდზე დააყენოს. ხოდა ახლა კი გამოჩნდა ხალხი ვინც მიწაზე ანარცხებს ამ ბიჭს.. გამოდის რომ ფეხბურთში არც ისე კარგად ჩახედული ხალხის დიდი მასა აქტიურობს სოც ქსელებში, ხან უაზროდ ცაში აჰყავთ ეს ბიჭი ქება დიდებით და ხანაც მიწასთან ასწორებენ!!!
2
ბოღმაც არის და ბოღმაც.იმის მერე რაც წელს საქართველოს ნაკრებისთვის ამ ბიჭმა გააკეთა, ხელი როგორ გიბრუნდებათ ესეთები რომ წეროთ.და მერე, გოლს რომ გაიტანს,პირველი გულშემატკივრები ხდებით. მიმიფურთხებია ეგეთი უგულო ხალხისთვის თქვენ რომ ხართ და მრცხვენია ქართველები რომ გქვიათ
valderrama
02:51 04-02-2019
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული