დღეს "შახტარი" თურქულ შეკრებაზე ბოლო ამხანაგურ მატჩში ავსტრიის "ვაკერს" დაუზავდა 0:0. ამ შეხვედრაში "მეშახტეთა" მცველი დავით ხოჭოლავა ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-80 წუთზე შეცვალეს.
კლუბის საიტის ცნობით, მწვრთნელმა პაულო ფონსეკამ ოპტიმალურთან მიახლოებული შემადგენლობა ათამაშა, რომელიც 14 თებერვალს ევროპა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში "აინტრახტს" დაუპირისპირდება.
უკრაინული პრესა რატომღაც უმეტესწილად დონეცკური გუნდის დაცვას აკრიტიკებდა, თუმცა ვერც თავდასხმა ვარგობს და ვერც ნახევარდაცვა და ის, რომ დაცვა ხშირად უშვებს შეცდომებს, ნახევარდაცვის ბრალიცაა, ვინაიდან მოედნის ცენტრში ხშირად კარგავენ ბურთს და ნახევარმცველები ყოველთვის ვერ ახერხებენ დაცვის
დასახმარებლად უკან ჩასვლას.
ხარკოვში თავისი გუნდის მხარდასაჭერად ფრანკფურტიდან 2 700 გულშემატკივარი ჩავა. უეფამ ამ მატჩს მაღალი დონის რისკის სტატუსი მიანიჭა. საქმე იმაშია, რომ რომში "ლაციოსთან" შეხვედრისას "აინტრახტის" ფანებმა არეულობა მოაწყეს და უეფამ ორწლიანი პირობითი დისკვალიფიკაციით დასაჯა. ანუ, ამ ორი წლის განმავლობაში თუ მათი მხრიდან კიდევ რაიმე ინციდენტს ექნება ადგილი, ევროტურნირებიდან მოკვეთენ.
ექსცესების თავიდან აცილების მიზნით ხარკოვში ქომაგებს პოლიციელები და სტიუარდები ჩაჰყვებიან.