"კრილია სოვეტოვმა" გიორგი ლორიას დავალიანების ნაწილი დაუფარა

AutoSharing Option
"კრილია სოვეტოვის" განვითარების დირექტორმა ალეკსანდრ შიკუნოვმა განაცხადა, რომ გუნდის ყოფილ მეკარეს გიორგი ლორიას სახელფასო დავალიანების ნაწილი დაუფარეს.

ლორია სამარული გუნდის ღირსებას 2015-2018 წლენში იცავდა, შემდეგ კი კონტრაქტი გაუწყვიტეს.

"კრილიამ" ლორიას 20 მილიონი რუბლი (დაახლოებით 800 000 ლარი) უნდა გადაუხადოს.

"ამ საკითხს ვაგვარებთ, ფეხბურთელმა თანხის ნაწილი უკვე მიიღო", - ციტირებს შიკუნოვს Р-Спорт-ი.

ლორია ამჟამად მეორე ბუნდესლიგის "მაგდებურგში" თამაშობს, პირველ ორ მატჩში გოლი არ გაუშვა, მისმა გუნდმა ზედიზედ ორი გამარჯვება მოიპოვა და 10 თებერვალს "ჰოლშტეინს" მასპინძლობს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული