"კრილია სოვეტოვის" განვითარების დირექტორმა ალეკსანდრ შიკუნოვმა განაცხადა, რომ გუნდის ყოფილ მეკარეს გიორგი ლორიას სახელფასო დავალიანების ნაწილი დაუფარეს.
ლორია სამარული გუნდის ღირსებას 2015-2018 წლენში იცავდა, შემდეგ კი კონტრაქტი გაუწყვიტეს.
"კრილიამ" ლორიას 20 მილიონი რუბლი (დაახლოებით 800 000 ლარი) უნდა გადაუხადოს.
"ამ საკითხს ვაგვარებთ, ფეხბურთელმა თანხის ნაწილი უკვე მიიღო", - ციტირებს შიკუნოვს Р-Спорт-ი.
ლორია ამჟამად მეორე ბუნდესლიგის "მაგდებურგში" თამაშობს, პირველ ორ მატჩში გოლი არ გაუშვა, მისმა გუნდმა ზედიზედ ორი გამარჯვება მოიპოვა და 10 თებერვალს "ჰოლშტეინს" მასპინძლობს.