ადაპტაციის გარეშე - 18 წლის ლევან ხარაბაძემ შვეიცარიის ჩემპიონატზე ამჯერად გოლი გაიტანა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
9 თებერვალს, შვეიცარიის სუპერლიგის მე-20 ტურში ლევან ხარაბაძის "ციურიხმა" "გრასჰოპერსი" 3:1 დაამარცხა.

შვეიცარიის ჩემპიონატზე გასულ ტურში გაკეთებულ საგოლე გადაცემას ხარაბაძემ ამ ტურში გოლიც მიაყოლა.

გამოიცვლის ფეხბურთელი გუნდს და დაიწყება ლაპარაკი, შეგუება სჭირდება ახალ გუნდთან, შეთამაშება პარტნიორებთან, ადაპტაცია, აკლიმატიზაცია და ა.შ. აგერ, გადავიდა 18 წლის ხარაბაძე "ციურიხში", გასულ ტურში, მისთვის სადებიუტო მატჩში "სენტ გალენთან" საგოლე გადაცემა გააკეთა, დღეს კი "გრასჰოპერსს" გოლიც გაუტანა.

მან კვლავ შეუცვლელად ითამაშა და მე-7 წუთზე ნაკუთხურალ ბურთს თქვენი მოწონებული თავურით მეტოქის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.

მას დუბლის
შესრულებაც შეეძლო, მაგრამ ჯერ მეკარემ არ დაანება გოლის გატანა, ხოლო შემდეგ მისი დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა.

ისიც აღსანიშნავია, რომ 38-ე წუთზე მეტოქის მიერ ჩაწოდებული ბურთი ხარაბაძეს საჯარიმოში ხელზე მოხვდა და "გრასჰოპერსმა" ანგარიში პენალტით გაათანაბრა.

"ციურიხი" 28 ქულით მე-4 ადგილზეა, 15 თებერვალს ევროპა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში "ნაპოლის" უმასპინძლებს, 17 თებერვალს კი ქვეყნის პირველობის მორიგ ტურში, ბერნში ლიდერ "იანგ ბოიზს" დაუპირისპირდება.

ჰოდა, ლევანისგან მორიგ წარმატებულ შეხვედრებს ველით!

მკითხველის კომენტარები / 7 /
კარგად შეარჩია პოზიცია, ყოჩაღ!
მერაბი
11 თებერვალი 2019 12:53
0
ძალიან მალე გვეყოლება ევროპაში ანგარიშგასაწევი ნორმალური ნაკრები რომელიც ფიფას რეიტინგში 40 საუკეთესო ნაკრებ შორის იქნება
გოგა
10 თებერვალი 2019 20:51
2
კარგი სტარტია,წარმატებები ლევანს...
ბაჩო
10 თებერვალი 2019 11:14
3
A.A.

შეიძლება დაეჭირა დისლაიქი მე
მომსვლია მასე მობილურით რავი ძაან ახლო ახლოს არის და მომსვლია მასე ... ადვოკატი არ ვარ მაგრამ მე პირადად კარგ კომენტარზე მომივიდა ეგრე და რო გააუქმო და დაალაიქო აღარ აქვს ეგ ადრე ქონდა ... ლევანს ულოცაავ ძაან მაგარი ბიჭია და საკაიფო ჯიგრიანი ბიჭიც ჩანს...
benji
10 თებერვალი 2019 01:59
2
ხარაბაძე კარგი ბიჭია, მაგრამ ამის დამწერმა ჟურნალისტმა, ჩემი აზრით, არ იცის რას ლაპარაკობს. რადგან ორი თამაში კარგად ჩაატარა, ეს არ ნიშნავს, რომ ადაპტაცია არ სჭირდება. გავა დრო და გამოჩნდება ეს.

(იმედია, კრიტიკული ხასიათის გამო, კომენტარს არ დამიბლოკავთ. როგორც ბევრჯერ მოქცეულხართ).
Modric
10 თებერვალი 2019 01:35
2
ამ სტატიას მხოლოდ ერტი კომენტარი აქვს, კომენტარს აკეტებს ადამიანი სახელად ირაკლი ბატუმიდან და გამოხატავს ტავის სიხარულს რო ქარტულ პეხბურტს კიდევ ერტი კარგი ტალანტი ეზრდება და მეც ვეტანხმები ირაკლის და მეც მიხარია, ვიგაცა კი ირაკლის კომენტარს დისლაიქს აზლევს, ხოდა ვინც ეს გააკეტა პირდაპირ გეუბნები რო არაკაცი და არაადამიანი ხარ და მალე გულზე გასკდები ნაკრები რო ევროპაზე გავა!
a.a.
10 თებერვალი 2019 01:31
3
ვუყურე თამაშს და მაგარი გახარებული დავრჩი ამბიჭის თამაშით,ნაკრებს მაგრად გამოადგება მარცხენა ფლანგზე მომავალში. ციურიხს ვგულშემატკივრობ ამიერიდან, ყოჩაღ და წარმატებები ლევანს!
irakli batumidan
09 თებერვალი 2019 23:59
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული