10 თებერვალს, გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 21-ე ტურში გიორგი ლორიას "მაგდებურგისა" და "ჰოლშტეინის" მატჩი 1:1 დასრულდა.
ლორიამ "მაგდებურგში" მესამე მატჩი ჩაატარა და პირველად გაუშვა გოლი. თუმცა, შეხვედრის დებიუტში გაშვებული გოლი გიორგის ბრალი არ იყო და შემდეგ მან რამდენიმეჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი. ის პირველი ტაიმის დასასრულს მეტოქეს შეეჯახა და სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
"მაგდებურგი" უპირატესობას ფლობდა, მომენტებიც ჰქონდა, მაგრამ ერთი გოლის მეტი ვერ გაიტანა და ფრეს დასჯერდა.
რაც ლორია "მაგდებურგში" გადავიდა, აღმოსავლეთგერმანულმა გუნდმა 3 მატჩში 7 ქულა მოიპოვა.
"მაგდებურგი" 18 ქულით მე-15 ადგილზეა და 17 თებერვალს ბილეფელდში "არმინიას" შეხვდება.
მაგდებურგი. "MDCC - არენა". 19 704 მაყურებელი
მაგდებურგი - ჰოლშტეინი 1:1
გოლები: 0:1 სერა (5), 1:1 ტურპიცი (42)