numero-diez.com: დროა, გიორგი ჩაკვეტაძე TOP 5 ჩემპიონატიდან ერთ-ერთში გადავიდეს

AutoSharing Option
იტალიური გამოცემა Numero-diez.com-ი საქართველოს ნაკრების 19 წლის შემტევ გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს და მას ლეგენდარულ ბრაზილიელს - რიკარდო კაკას ადარებს.

სტატიას უცვლელად გთავაზობთ:

თუკი შემთხვევით ტელევიზორში ბელგიის იუპერლიგა შემოგხვდათ და ბედის ირონიით, "გენტის" თამაშს წააწყდით, ნუ გაგეცინებათ, როდესაც მოედნის ცენტრში ბავშვს დაინახავთ.

1.83 მეტრი სიმაღლის ქერათმიანი ქართველი გიორგი ჩაკვეტაძეა და დიდი ნახტომისთვის ემზადება.

ციფრები
19 წლის ჩაკვეტაძი 99-წლიანთა კლასიდანაა და მიუხედავად მისი ახალგაზრდული ასაკისა, უკვე მოიპოვა ბელგიის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშის სახელი. ის ფლეიმეიქერია, მაგრამ შეუძლია როგორც მარცხენა ფლანგზე,
ასევე უკნიდან თამაშიც.

ის ბელგიაში ერთი წლის წინ თბილისის "დინამოდან" გადავიდა და მალევე მოიპოვა ადგილი გუნდის უძლიერეს მოთამაშეებს შორის.

Sportall.Ge

16 წლის ასაკში მას უკვე 1700 წუთი ჰქონდა ნათამაშები. შემთხვევითი არაა, რომ ბელგიელებმა მასში 1.5 მილიონი ევრო გაიღეს - ეს ერთი-ერთი ყველაზე დიდი რაოდენობაა, რაც ქართულ კლუბს ფეხბურთელის სანაცვლოდ მიუღია.

ამ სეზონში მან 12-ჯერ ითამაშა, 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა, თასზე კი გოლი და 5 საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.

ეროვნული ნაკრები
გიორგი ჩაკვეტაძემ ეროვნულ ნაკრებში გზა უკვე გაიკვლია, სადაც მას მისი ასაკის მიუხედავად, 10-ნომრიანი მაისური გადასცეს და მანაც მადლობა 7 მატჩში გატანილი 5 გოლით გადაიხადა.

ჩვენ არ ვსაუბრობთ იმ მოთამაშეზე, რომლის მთავარი ფუნქციაც გოლების გატანაა. ჩვენ საუბარი იმ ფეხბურთელზე გვაქვს, რომელიც იდეალურად ერგება 4-2-3-1 სქემას.

Sportall.Ge

ციფრებიც ამაზე მეტყველებს: მის მიერ გაკეთებული პასების 83% ადრესატამდე აღწევს და ის თავდამსხმელებისთვის შესანიშნავი დამხმარეა; იდეალური ასისტენტი, რომელსაც თანაგუნდელებისთვის გადაცემის შესრულება 1-2 შეხებით შეუძლია.

ათიანი
ჩაკვეტაძე ეფექტური "ათიანია". მარჯვენა ფეხი მისი მთავარი იარაღია და უდიდესი ფანტაზიის მქონეა, რაც "ათიანებს" წლების განმავლობაში ახასიათებდათ.

ხშირად იწყებს შეტევას სიღრმიდან და ძალიან ტექნიკურია. აქვს კარგი დრიბლინგი და ცოტა შეცდომას უშვებს. ბურთსაც იმდენ ხანს იჩერებს, რამდენიც საჭიროა.

ჩაკვეტაძეს აქვს კარგი მოედნის ხედვა, თუმცა ხშირად ბურთით ფლანგზე გადადის და შეტევას იქიდან ცდილობს.

კაკა
რთულია, შეადარო მოთამაშე, რომელიც კარიერას ახლა იწყებს - ბრაზილიელ ფენომენს, რომელსაც ბევრად მაღალი პასის და დარტყმის უნარები აქვს. აქ საუბარი პროგრესს ეხება.

Sportall.Ge

ქართველი "ათიანის" ყურება, როდესაც ის ბურთს იღებს, სასიამოვნოა: ელეგანტური და საკუთარ თავში დარწმუნებულია და შეუძლია ყველაფერი საკუთარ თავზე აიღოს.

მთავარი განსხვავება, ცხადია, იმაშია, როგორ მოქმედებს ეს ორი მოთამაშე ბურთით: ჩაკვეტაძე, როგორც ვთქვით, ხშირად გადადის ბურთით ფლანგზე და იქ მოქმედებს. კაკა კი ცენტრში თამაშობს, უახლოვდება საჯარიმოს და გადაცემას მეტოქის ნახევარმცველებს შორის აკეთებს.

დიდი ნახტომი
ბოლოს ნაჩვენები თამაშის შემდეგ ბევრი დიდი ევროპული კლუბი აკვირდება ბელგიის ჩემპიონატს, რომ ქართველის შესახებ მეტი ინფორმაცია მიიღოს. მიუხედავად ამ ინტერესისა, ახალგაზრდა ბიჭი ჯერ მაინც არ არის მზად, TOP კლუბის ძირითად შემადგენლობაში ითამაშოს.

და მაინც, დროა, რომ ის მსოფლიოს ხუთი საუკეთესო ჩემპიონატიდან ერთ-ერთში გადავიდეს".

altგიორგი ჩაკვეტაძის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა, მაგრამ "მუსკრონთან" ვერ ითამაშებს

მკითხველის კომენტარები / 5 /
რაიმე იტალიურ სპორტ: პორტალზე ან აპენინელთა ფედერაციის საარქივო ძიებაში უნდა იყოს წესით
Anj: Antey
12 თებერვალი 2019 20:08
0
ნეტა საზოგადოებრივ მაუწყებელს არ ექნება არქივში ეს თამაში ანკონაში ჩატარდა მახსოვს ტელევიზით აჩვენეს
იკაკო
12 თებერვალი 2019 23:09
0
Italy 2--0 Georgia (11/10/2000) ამ თამაშის სრული ვიდეო ჩანაწერი სად შეიძლება რომ მოვიძიო
იკაკო
12 თებერვალი 2019 16:31
8
მაგ თამაშს ვეძებ 7-8 წელია :)
iolasha
13 თებერვალი 2019 01:58
0
დისლაიქები რა შუაშია მართლა ვერ მივხვდი???
Hitemup
12 თებერვალი 2019 20:05
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული