პრაღა, ლილი, პარიზი, მახაჩკალა, კიევი - ნიკოლოზ ქუთათელაძე "დინამოშია" სინჯებზე

AutoSharing Option
"დინამომანიის" საიტი იტყობინება, რომ კიევის "დინამოში" სინჯებზე 17 წლის ქართველი ნახევარმცველი ნიკოლოზ ქუთათელაძე იმყოფება.

გამოცემა გვამცნობს, რომ გუნდის პოტენციურმა ახალწვეულმა 21-წლამდელებს შორის "დინამოსა" და "ტობოლის" მატჩში ერთი ტაიმი ითამაშა.

ქუთათელაძე, პრაღის "სპარტას", "ლილის" და პსჟ-ს აკადემიებში ვარჯიშობდა, 2018 წელს "ანჟიში" გადავიდა, მაგრამ დაღესტნურ კლუბს ფინანსური პრობლემების გამო ფეხბურთელთა რეგისტრაცია აკრძალული აქვს, გუნდი დატოვა და ახლა კიევის "დინამოში" შეეცდება დამკვიდრებას.

საიტის ცნობით, ქუთათელაძის აგენტი ადრეც ცდილობდა თავისი კლიენტის სამსახურის "დინამოსთვის" შეთავაზებას.

მკითხველის კომენტარები / 4 /
რავიცი რო გავაკრიტიკე ანჟიში გადასვლის გამო ჩამქოლეს კინაღამ „ექსპერტებმა“.
პსჟ-დან ხო მახაჩკალაში გადახვალ აბა რა ფეხბურთზეა საუბარი საერთოდ, აი რა გამართლება უნდა მოუძებნო პროსტა. დიდი იმედი მაქვს კიევში გაიხსნება
Superman
03:40 13-02-2019
0
რა სიმბოლურია ტობოლთან რომ ითამაშა..
ოჰო
23:05 12-02-2019
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული