მას შემდეგ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა კიდევ სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა, ბოლოს 25 იანვარს "ოვიედოსთან" მოგებულ (2:0) შეხვედრაში, თუმცა მას შემდეგ "სარაგოსას" მიერ გამართულ ორ თამაშში - "ლას პალმასთან" და "ლუგოსთან" მონაწილეობა აღარ მიუღია.
ესპანური გამოცემა Eldesmarque.com-ი ქართველი ფეხბურთელის მდგომარეობის შესახებ სტატიას აქვეყნებს, რომელსაც გთავაზობთ:
"2018-19 წლების სეზონი "სარაგოსას" ქართველ ფეხბურთელ გიორგი პაპუნაშვილისთვის ტრადიციულად მიმდინარეობს. მისმა ტრავმამ ისევ "გამოანათა". მისი მეორე სეზონი ესპანურ ფეხბურთში ფიზიკური პრობლემებითაა
რამდენიმეთვიანი ტრავმის შემდეგ ის "ექსტრამადურასთან" დაბრუნდა, გამარჯვების გოლიც გაიტანა და მას შემდეგ რამდენიმე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შემდეგ კი დაზიანება ვარჯიშზე თანაგუნდელმა ალბერტო ზაპატერმა მიაყენა. ამჯერად გამოკვლევამ აჩვენა, რომ პრობლემა კოჭში არ ყოფილა, თუმცა ფეხბურთელი დისკომფორტს მაინც განიცდის, რის გამოც დაბრუნებას ვერ ახერხებს.
გასულ კვირაში ვიქტორ ფერნანდესი ("სარაგოსას" დამრიგებელი) ოპტიმისტურად იყო განწყობილი და ქართველ ფეხბურთელს ელოდა, თუმცა ასე არ მოხდა. ამჯერად პაპუს ფიზიკური მდგომარეობა უცნობია. სამწვრთნელო შტაბსა და სამედიცინო ჯგუფს კი თავის ტკივილი გაუჩნდათ, რადგან "სარაგოსას" გუნდისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშე აკლია" - წერს Eldesmarque.com-ი.