![](https://sportall.ge/pictures/image5/d544d1c3f33404db4b3c6e3c45db32c1.jpg)
საიტის ინფორმაციით, 17 წლის მოთამაშე ტრავმირებულია და ჯერჯერობით ვარჯიშის საშუალებაც არ აქვს. ამიტომ "დინამოს" 21-წლამდელთა გუნდი მის დამატებას არ განიხილავს.
შეგახსენებთ, ქართველი ფეხბურთელის უკრაინულ კლუბში შესაძლო გადასვლის შესახებ ინფორმაცია სწორედ Dynamomania-მ გაავრცელა.
ქუთათელაძე სხვადასხვა დროს პრაღის "სპარტას", "ლილის" და პსჟ-ის ასაკობრივ გუნდებში თამაშობდა, ბოლოს კი "ანჟიში" იყო, თუმცა რუსულ კლუბს ახალი ფეხბურთელების რეგისტრაცია აკრძალული აქვს და ნიკოლოზმა დაღესტნური კლუბი დატოვა.
პრაღა, ლილი, პარიზი,
მახაჩკალა, კიევი - ნიკოლოზ ქუთათელაძე "დინამოშია" სინჯებზე